მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყანა უნდა დახვდეს ინვესტორს კონკრეტული შეთავაზებებით" - როგორ მოიზიდავს საქართველო ინვესტიციებს?

5f32369ac5cd8
BM.GE
11.08.20 10:08
649
ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება უმუშევრობა, შესაბამისად ამ მიმართულებით სახელმწიფოს როგორც დამსაქმებლის როლი მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით კრიზისის აქტიური მიმდინარეობის პერიოდში, როდესაც კერძო სექტორს ამის შესაძლებლობა ნაკლებად აქვს. იგივე ინფრასტრუქტურულ პროექტებში დასაქმების მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კრიზისის შედეგად, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდა და საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

„ჩვენი მთავარი გამოწვევაა ბიუჯეტის დეფიციტი, სახელმწიფო ვალის ზრდა და ასევე მთავარი გამოწვევა უმუშევრობა იქნება, ყველას გვესმის რომ უმუშევრობის მაჩვენებელი ამ კრიზისის შედეგად გაიზრდება და აუცილებლად იქნება საჭირო ღონისძიებები იმისთვის, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში დავაბალანსოთ ეს მაჩვენებელი. თუნდაც კარგ, პოზიტიურ სცენარში გეთანხმებით რომ ტურიზმის სრულფასოვნად აღდგენა დიდი ალბათობით შეუძლებელი იქნება, რადგან ვინც ამას აფასებს ყველა ამბობს, რომ გლობალურად გადააზრება მოხდა ზოგადად ტურიზმის. როგორც აღვნიშნეთ დაბალანსებისთვის მოგვიწევს, რომ დამატებითი ინსტრუმენტები გამოიყენოთ საინვესტიციო პოლიტიკის კუთხით, როგორც სახელმწიფო ინვესტიციების მიმართულებით, ასევე კერძო სექტორის ინვესტიციების მიმართულებით და უმუშევრობის დაძლევისთვის ეს არის უალტერნატივო. კერძო სექტორში ვგულისხმობ როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ასევე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს,“- აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

როგორც პრემიერის მრჩეველმა განაცხადა, კონსულტანტები, რომლებიც ქვეყანას ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში ეხმარებიან, აღნიშნავენ, რომ საქართველო უნდა დარჩეს ნათელ წერტილად საინვესტიციო რუკაზე.

„კონსულტანტების, რომლებიც გარკვეულ რეკომენდაციებს გვაძლევენ, მთავარი ქვაკუთხედი მათი რეკომენდაციების ნაწილში არის ის, რომ საქართველო უნდა დარჩეს ნათელ წერტილად საინვესტიციო რუკაზე, რადგან როცა გაურკვევლობის ხარისხი დაიკლებს ინვესტორები დაიწყებენ პოტენციური, მაღალი უკუგების საინვესტიციო არეალის ძებნას, რადგან შეუძლებელია, რომ ოქრო დიდი ხანი დარჩეს საინვესტიციო ინსტრუმენტად და აუცილებლად ქვეყანა უნდა დახვდეს ინვესტორს კონკრეტული შეთავაზებებით," - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.