ბიზნესის წარმომადგენლებს შემოსავლების სამსახურთან შენიშვნები აქვთ. მათი ნაწილის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში იმპორტირებული ტვირთები ყვითელ დერეფანში ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ხვდება - დისტრიბუტორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ეს უკვე მავნე პრაქტიკად ჩამოყალიბდა და გაუგებარი მიზეზების გამო კომპანიებს უწევთ ბიუჯეტში გადასახდელი თანხები დაუყოვნებლივ მოიძიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტვირთს ქვეყანაში ვერ შემოიტანენ.
ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია “საქმის კურსთან” ამბობს, რომ თანხების მოკლე ვადაში, გაუთვალისწინებლად მოძიება ბიზნესისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია, მით უფრო პანდემიის პირობებში.
“100-დან 90 შემთხვევა ასეთია. უკვე მავნე პრაქტიკად ჩამოყალიბდა... "ქეშის" დეფიციტი უჩნდებათ კომპანიებს, იძულებული არიან, მიმართონ საფინანსო ინსტიტუტებს და დამატებითი თანხები სესხად აიღონ, რომლებშიც შემდეგ პროცენტი აქვთ გადასახდელი. ეს საბოლოოდ პროდუქციის თვითღირებულებაზე აისახება”, - ამბობს ივა ჭყონია.
საქართველოს საზღვარზე გასაბაჟებლად შემოტანილი საქონლისთვის რისკის სულ რამდენიმე დერეფანი არსებობს - მაგალითად მწვანე, როცა საქონლის შემოწმება არ ხდება, წითელ დერეფანში მოხვედრისას კი ტვირთი სრულად მონიტორინგს გადის.
სისტემა ავტომატიზებულია, ჩარევა წესით არ ხდება და ტვირთები რისკის დერეფნებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხვდება. გარკვეული კრიტერიუმები აქაც არსებობს, რაც ბიზნესის ნაწილში ეჭვებს და კითხვებს ბადებს.
საქართველოში The North Face-ის წარმომადგენელი დავით ჩხეიძე ამბობს, რომ ტვირთის ყვითელ დერეფნებში მოხვედრა მათთვის საკმაოდ პრობლემურია.
“მე თვითონ ფიზიკოსი ვარ და მათემატიკა და სტატისტიკაც ძალიან კარგად მესმის. ჩემთვის წარმოუდგენელია, რა ალგორითმია ამისთანა, რომ 4 შემოტანიდან 3 შემოტანაში ყვითელ დერეფანში ხვდება ჩვენი ტვირთი?! ამას ნაღდი ფულის მასაზე აქვს ძალიან სერიოზული გავლენა. ხშირ შემთხვევაში ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ვვარდებით”,- აცხადებს დავით ჩხეიძე.
რა კრიტერიუმებით განისაზღვრება, რომელ დერეფანში შეიძლება მოხვდეს ტვირთი, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. აუდიტორიული ფირმა “კრესტონ ჯორჯიას” ხელმძღვანელი დავით პაპიაშვილი ფიქრობს, რომ ხელოვნური ჩარევა სწორედ ამ ნაწილში ხდება, იცვლება სპეციალური კრიტერიუმები, შესაბამისად, არსებობს პერიოდები, როცა კომპანიების დიდი ნაწილი ყვითელ დერეფანში ხვდება და იმპორტის დღგ-საც წინასწარ იხდის.
“სანამ შიდა ინფორმაცია არ გვექნება შემოსავლების სამსახურიდან, ძალიან რთულია ამაზე მსჯელობა, მაგრამ ბუნებრივია, ყველას გვაქვს განცდა, რომ შეიძლება ეს ყველაფერი კეთდებოდეს იმისთვის, რომ როცა ბიუჯეტს უჭირს, დროის მოკლე პერიოდში თანხების მობილიზება ამ სახით მოხდეს",- ამბობს დავით პაპიაშვლი “საქმის კურსთან”.
თუ ტვირთი ყვითელ დერეფანში არ მოხვდა და საბაჟო კონტროლი გაიარა, მის მფლობელს დღგ-ს გადახდა 5 დღის ვადაში შეუძლია. რატომ გახშირდა ყვითელ დერეფნებში ტვირთების გადამისამართება და რამდენად ადეკვატურია ბიზნესის წუხილი? ამ კითხვებით bm.ge-მ შემოსავლების სამსახურს მიმართა და პასუხს ამ დრომდე ელის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი