მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეფერენტული ფასწარმოქმნის ამოქმედებით გარკვეული მედიკამენტები გაიაფდება" - მარგველაშვილი

635d67db53d76
ლიკა მეგუთნიშვილი
30.10.22 10:00
469
ჯანდაცვის სამინისტრო წამლის ფასის რეგულირების მიზნით რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმზე მუშაობს. აღნიშნული, რეფერენტული ქვეყნების სიის განსაზღვრას მედიკამენტების ფასებზე ინფორმაციის შეგროვებასა და მაქსიმალური ზღვრული ფასების გამოთვლას ითვალისწინებს. შედეგად ჯანდაცვის სამინისტრო წამლებზე მაქსიმალურ ღირებულებას განსაზღვრავს, რომლის გათვალისწინებაც მედიკამენტების რეალიზაციისას სავალდებულო იქნება. პირველ ეტაპზე რეგულაცია 37 დასახელების ნივთიერებას შეეხება.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა, ირაკლი მარგველაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღების შემდეგ, მომხმარებლისთვის გარკვეული მედიკამენტები გაიაფდება.

„ამ რეგულაციის მიზანი ის არის, რომ იმ საშუალო ვადაში, რომელიც რამდენიმე წელიწადს გულისხმობს, მედიკამენტებზე ფასების 30%-ით შემცირება მაინც მოხდეს. უშუალოდ მომხმარებლისთვის კი, უნდა ველოდოთ, რომ გარკვეულ მედიკამენტზე ფასი დაიწევს, თუმცა, რამდენად დაიწევს - ეს ჯერჯერობით უცნობია. ამას ადგილობრივი ბაზრის კვლევა სჭირდება“, - აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმითვე, თუ რეგულაცია სწორად ამოქმედდება, რეფერენტული ფასწარმოქმნა მედიკამენტების ხარისხზე არ აისახება.

შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმის განხილვის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრები დაწყებულია და რამდენიმე შეხვედრა როგორც დარგის ექსპერტებთან, ისე სექტორის წარმომადგენლებთან, უკვე გაიმართა.