მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეკეტის ქვეშ ვართ, სახელმწიფო თავად აიხლართა რეგულაციებში" - ღამის კლუბი "მტკვარზე"

5f1a7f9b692b9
ინგა მურუსიძე
24.07.20 11:00
1984

რეკეტის ქვეშ ვართ, სახელმწიფო თავად აიხლართა რეგულაციებში, - ამის შესახებ ღამის კლუბის, „მტკვარზე“ დამფუძნებელმა, ქეთა გაბუნიამ bm.ge-ს გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე ღამის კლუბმა ელექტრონული მუსიკის საღამო გამართა. როგორც თავად კლუბების მეპატრონეები ირწმუნებიან, ღონისძიებებზე საკმაოდ ცოტა ადამიანი იყო და უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული ჰქონდათ, თუმცა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ისინი 10 000- 10000 ლარით დააჯარიმა, შემდეგ კი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ  ღონისძიებებზე რეგულაციები დაცული არ იყო.

„ძალიან უცნაურია ის განმარტება, რაც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა გააკეთა. იმ საჩივარში, რაც ჩემი კლუბის წინააღმდეგ დაიწერა, არ ყოფილა საუბარი რეგულაციების დარღვევაზე. საჩივარში ეწერა, რომ ჩვენი საქმიანობა არის არალეგალური, რადგან ელექტრონული მუსიკის საღამოები არ გადის კულტურულ ღონისძიებებში. აბსურდულია ამ ფოტოების წარმოდგენა, რაც წარმოადინეს და დიდი არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც ხდებოდა დენდროლოგიური და კიკვიძის პარკების გახსნაზე.

როგორ შეიძლება ის უფრო დაშვებული იყოს და ჩემს კლუბში გამართული ივენთი არა? კლუბში 300 კვადრატულ მეტრზე 87 ადამიანი იყო, როცა ზოგადად 600 ადამიანი ესწრებოდა ხოლმე. რაზე გვედავებიან თავადაც არ იციან, აიხლართნენ თავიანთ რეგულაციებში, მოუწიათ გაეკეთებინათ განმარტება თავიანთი რეკეტის გასამართლებლად. ეს არ არის პროცესი, როცა სახლმწიფო გეთანამშრომლება. ისედაც წელში გაწყვეტილ ბიზნესს უარესს უშვრებიან. მოტყუებულად ვგრძნობთ თავს, რადგან შეხვედრები უკვე გვაქვს გამართული არაერთი და ისინი ნამდვილად მოიაზრებდნენ ჩვენს სფეროს, როგორც კულტურის ნაწილს“, - განაცხადა ქეთა გაბუნიამ.