მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს 218 სამშენებლო ობიექტზე სამუშაო პროცესი შეჩერდა - შრომის ინსპექციის მონიტორინგის შედეგები

სამშენებლო სექტორი
BM. GE
30.10.23 12:00
59

შრომის ინსპექციის სამსახური მიმდინარე წელს სამშენებლო სექტორში შემოწმებული ობიექტების სტატისტიკას აქვეყნებს. შედეგების მიხედვით, სამსახურის მიერ 2023 წელს, სამშენებლო სექტორში, 1176 ინსპექტირება ჩატარდა. მათგან სამუშაო პროცესი შეუჩერდა 218 სამშენებლო ობიექტს, ხოლო გაფრთხილება მიეცა 295 ობიექტს.

"სამშენებლო სექტორი წარმოადგენს მაღალი რისკის სფეროს, შესაბამისად უწყების მიერ პერმანენტულ რეჟიმში ხდება ობიექტების შემოწმება, რათა თავიდან იქნეს აცილებული უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილზე.

თითოეული დარღვევისთვის შრომის ინსპექციის სამსახურის მხრიდან შესაბამისი სანქცია გაიცა" - აცხადებენ შრომის ინსპექციის სამსახურში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები