მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რიყის დოქები" მეხუთე ცდაზეც ვერ გაიყიდა

61dfe5784f636
მარიამ ვარადაშვილი
13.01.22 12:45
2370
ე.წ. "რიყის დოქები" მეხუთე მცდელობაზეც ვერ გაიყიდა. აუქციონი 12 იანვარს დასრულდა. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ "რიყის დოქები" მეხუთედ აუქციონზე გასული წლის 29 დეკემბერს გამოიტანა. ამჯერად, დაახლოებით, 17 მლნ ლარით ნაკლებად - 30 მლნ ლარად.

პირობების თანახმად, რადგან საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარეობს, შესაბამისად, ტერიტორიის განვითარების კონცეფციის ესკიზი (პროექტი) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან უნდა შეთანხმდეს. სააგენტოს "რიყის დოქები" ბოლოს - 47.5 მლნ ლარად მაისში ჰქონდა გამოტანილი, თუმცა აუქციონი უშედეგოდ დასრულდა და დაუმთავრებელი "რიყის დოქები” ისევ ვერ გაიყიდა.

"რიყის დოქების" გასაყიდი ფასი აუქციონებზე: 2021 წელს 4 თებერვალი – 5 მარტი: 71 250 000 ლარი; 30 მარტი – 15 აპრილი: 71 250 000 ლარი; 29 აპრილი – 17 მაისი: 47 500 000 ლარი.