მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთმა მოახდინა 20%-ის ოკუპაცია, რუსეთი ცდილობდა ქართული ენის განადგურებას...თქვენი მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიან”

62bd665dcf0b3
მარიამ ვარადაშვილი
30.06.22 13:20
711

აშშ-ს ელჩი საქართველო კელი დეგნანი რუსულ დეზინფორმაციად აფასებს განცხადებებს თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა სურს. ჟურნალისტებთან დეგნანმა ასევე ისაუბრა რუსეთის ქმედებებზე, რომელებიც სხვადასხვა წლებში საქართველოში განახორციელეს.

“მინდა ვუპასუხო მავნებლური ნარატივს, რაც ჩანს, რომ პირდაპირ ФСБ-ს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოებიდან მოდის. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ აშშ არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში. აშშ-ს არ სურს, ამ ომის გაფართოება და ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რათა რაც შეიძლება მალე შეწყდეს ეს ომი.

პუტინმა დაიწყო ეს აგრესიული, ბრუტალური ომი უკრაინის წინააღმდეგ და პუტინს შეუძლია ამ ომის შეჩერება. აშშ საქართველოს მეგობარია და გასული 30 წლის განმავლობაში რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა იმითვის, რათა დახმარებოდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ამას ვაგრძელებთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ქართველებს ახსოვდეთ, რომ ეს რუსეთია, ვინც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა; რუსეთი იყო, რომელიც ცდილობდა თქვენი ენის განადგურებას; ეს რუსეთი იყო, რომელიც თქვენს ეკლესიებს შეურაცხყოფდა და ცხოველების სადგომად იყენებდა. თუ არის კითხვები იმის შესახებ, რას ნიშნავს რუსების მეგობრობა საქართველოსთვის, უნდა მივიდეთ ადმინისტრაციულ საზღვართან და გადავხედოთ იქ რა ხდება! თქვენი მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიან და ამ გზას მოაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და წარმატება”,-აცხადებს დეგნანი.