მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთზე ენერგოდამოკიდებულები არ ვართ" - ნარმანია

62f4b58e9b7ae
მარიამ ვარადაშვილი
11.08.22 12:25
964
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკის] თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზე დამოკიდებული არ არის და ელექტროენერგიის ნაწილშიც კი იმპორტი დივერსიფიცირებულია. ამის შესახებ მან მედიაცენტრ "მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. 

“ხშირად ხდება მანიპულირების საგანი, რომ საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული. ამ საკითხის უფრო მკაფიოდ განსამარტად ხაზს ვუსვამ, რომ თუ საიდან შემოაქვს ქვეყანას ელექტროენერგია დამოკიდებულია იმაზე რომელი მათგანი უფრო იაფ ფასს შესთავაზებს იმპორტიორს. როგორც წესი ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ხდება და ეს დამოკიდებულია იმაზე, მოცემულ პერიოდში რა ფასის შეთავაზება შეუძლიათ. ამდენად, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულები არ ვართ და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის ნაწილში. ელექტროენერგიის კომპონენტში შესაძლებლობა გვაქვს როგორც აზერბაიჯანიდან, ასევე თურქეთიდან შემოვიტანოთ, ხოლო ბუნებრივი გაზის 90%-ზე მეტი ყოველთვის აზერბაიჯანიდან შემოდის და მხოლოდ ძალიან მცირე მოცულობა შემოდის რუსეთიდან”,-აცხადებს ნარმანია.

ცნობისთვის: გასულ წელს საქართველომ 47.9 მლნ დოლარის ელექტროენერგიის იმპორტო განახორციელა, რაც გასული წლების იმპორტზე ნაკლებია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთია: აზერბაიჯანი - 28.9 მლნ დოლარი; რუსეთი - 12 მლნ დოლარი; თურქეთი - 7 მლნ დოლარი.

რაც შეეხება ბუნებრივი აირის იმპორტს, გასულ წელს ბუნებრივი აირის შესაძენად ქვეყნიდან 225 მლნ დოლარი გავიდა და გაზის იმპორტი კი აზერბაიჯანიდან (250 მლნ დოლარი) და რუსეთიდან (70.8 მლნ დოლარი) განხორციელდა.