მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საბანკო სექტორის მდგრადობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება"- ლეჟავა

624189973d93d
თათია ჩაფიჩაძე
28.03.22 23:00
828
"საქართველოს საბანკო სექტორი მდგრადია და ის არანაირი საფრთის წინაშე არ დგას," - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განცხადა.

მისი მოსაზრებით, როგორც ეკონომიკის, ისე საბანკო სექტორის დანაკარგები პანდემიის მიზეზებით გამოწვეულ დანაკარგებზე ნაკლები იქნება.

“გეოპოლიტიკურ მოვლენებს რეგიონზე აქვს გავლენა მათ შორის ჩვენს ეკონომიკაზე და საბანკო სექტორზე. იცით რომ ახალი გამოსულია საბანკო სექტორი კოვიდის კრიზისიდან, რამაც ეკონომიკას ძლიერი დარტყმა მიაყენა. კარგი ისაა, რომ როგორც წინა კრიზისს, ისე ამას საბანკო სექტორი მომზადებული შეხვდა.

სექტორმა მოახერხა, რომ კოვიდის დროს მიყენებული დანაკარგების გამოსწორება მოეხდინა. მომგებიანობა საკმაოდ მაღალ დონეზე შენარჩუნდა 2021 წელს ეს ნაწილიბრივ განპირობებული იყო იმით, რომ ის შესაძლო დანაკარგები, რაც მოსალოდნელი იყო 2020 წელს გაზარდა. კარგია, რომ დღეს საბანკო სექტორი მოვლენებს აღდგენილი ბუფერებით ხვდება.

რაც შეეხება კრიზისის ზომას, ეს რა თქმა უნდა მნიშვნრლოვან გავლენებს იქონიებს, თუმცა საბანკო სექტორზე მოლოდინი გვაქვს, რომ გავლენა გაცილებით ნაკლები იქნება კოვიდის კრიზისთან შედარებით, შესაბამისად საბანკო სექტორის მდგრადობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება,“- განაცხადა ლეჟავამ.