14.აპრილი .2021 14:43

"საფლავზე ჩვეულებრივად გავიდეთ, მაგრამ ქეიფი არ არის საჭირო" - პაატა იმნაძე

"საფლავზე ჩვეულებრივად გავიდეთ, მაგრამ ქეიფი არ არის საჭირო" - პაატა იმნაძე
views 699
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, საფლავზე გავიდნენ, მაგრამ ქეიფისგან თავი შეიკავონ.

განცხადება იმნაძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა და თქვა, რომ ამ საკითხის კონტროლის მექანიზმებზე მსჯელობა მიმდინარეობს.

„საფლავზე ჩვეულებრივად გავიდეთ, როგორც წესი და რიგია, მივაგოთ პატივი ჩვენი მიცვალებულების ხსოვნას, მაგრამ ქეიფი არ არის საჭირო. კონტროლზე მსჯელობა მიმდინარეობს. არც ეკლესიურად, არც ეპიდემიოლოგიურად თუ სხვა გაგებით, საფლავზე ქეიფის მოწყობა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის: საქართველოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 2 მაისს აღინიშნება. 4-11 მაისს კი ქვეყანაში უქმე დღეები გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა