მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საკმარისია მხოლოდ სკოლა გქონდეთ დამთავრებული" - ილონ მასკი კადრებს ეძებს

5e3999ab36928
ნათია თაქთაქიშვილი
05.02.20 00:00
25927
როგორც CNBC- ი იუწყება, ილონ მასკი Tesla-სთვის კადრებს ეძებს და სამუშაოდ ახალ სკოლადამთავრებულებსაც იწვევს. ამის შესახებ მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„იმისთვის რომ მუშაობა დაიწყოთ ჩვენს კომპანიაში, დოქტორის ხარისხი ნამდვილად არ დაგჭირდებათ. ასევე არ არის აუცილებელი კოლეჯის ბოლო კურსის სტუდენტი იყო, საკმარისია მხოლოდ სკოლა გქონდეთ დამთავრებული“, - წერს ილონ მასკი.

საქმე იმაშია, რომ მას სჭირდება ისეთი ადამინები, ვისაც ხელოვნური ინტელექტის თემა „ესმით ღრმად". მათ შესაბამისი ტესტირების გავლაც მოუწევთ სამსახურში ასაყვანად.

მასკი აცხადებს, რომ მას სჭირდება სწორედ ისეთი მონაცემების და უნარების მქონე ადამიანები, როგორიც თავის დროზე იყვნენ ბილ გეითსი, ლარი ელისონი ან სტივ ჯობსი. მასკი აღნიშნავს, რომ არცერთ მათგანს უმაღლესი განათლება არ ჰქონდა მიღებული, მაგრამ გენიოსები იყვნენ.

ილონ მასკს ხელოვნური ინტელექტის კუთხით კომპანიის გაძლიერება თვითმართვადი ავტომობილების წარმოების განსავითარებლად სჭირდება.