მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სალომე ზურაბიშვილმა ყველა პოლიტიკოსზე კარგად იცის ევროპელების ენა" - ჭყონია

62223af9a9aed
მარიამ იზორია
04.03.22 20:18
1474
„პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყველა პოლიტიკოსზე კარგად იცის ევროპელების ენა“, - ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს პრეზიდენტის აქტიურობას საერთაშორისო ასპარეზზე.

ბიზნესმენის აზრით, სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პოლიტიკოსებთან ქვეყანას ღირსეულად წარმოაჩენს.

რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენას, ბიზნესმენის თქმით, საქართველოს, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ევროკავშირში გაწევრიანების მეტი შანსი აქვს, რადგან ქვეყანას ევროპელი პრეზიდენტი მართავს.

„სალომე ზურაბიშვილის პოზიციამ გამოხატა ის, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პროცესების მონაწილეა. მისი სახით დიდი უპირატესობა გვაქვს, რადგან პრეზიდენტის დიპლომატიური განათლება, კონტაქტები, ნებისმიერი მოლაპარაკებების დროს მნიშვნელოვანია. ევროკავშირში გაწევრიანების გასაღები მხოლოდ ის პირობებია, რასაც ევროპა გვიწესებს; აქ ქართული ინტერპრეტაციები საჭირო არ არის, სწორედ ამიტომ სალომე ზურაბიშვილი ამ საკითხში ყველაზე გათვითცნობიერებულია, მან ყველა პოლიტიკოსზე კარგად იცის ევროპელების ენა, მას ეძლევა ისტორიული შანსი, რომ საქართველოსთვის უპრეცედენტო რამ გააკეთოს.

ევროკავშირი ჩვენთვის ძალიან შესაფერისია, ეს სახალხო თემაა. პოლიტიკოსები კი არ არიან მისი კანდიდატები, არამედ ჩვენ - ქართველი ხალხი ვართ. ეს ყველა კარგად უნდა გავითავისოთ. სწორედ ქართველი ხალხის პოზიცია გაახმოვანა პრეზიდენტმა, თანაც ძალიან ღირსეულად“, - განმარტავს თემურ ჭყონია.