მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NATO-სთან ჩვენი კავშირი ძალიან ახლოა, მაგრამ დღეს ევროკავშირი, ალბათ, უფრო ახლო ჩანს - ზურაბიშვილი

649c89199ac24
მარიამ ვარადაშვილი
28.06.23 23:17
489
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ NATO-სთან საქართველოს ახლო კავშირი აქვს, თუნცა ამჟამად ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი უფრო ახლოსაა.

ასე უპასუხა მან CNN-ის ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა რას ფიქრობდა საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსებთან დაკავშირებით.

“ვფიქრობ, ევროკავშირში შესვლის დიდი შანსი გვაქვს. ვიცით, რომ NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზები პარალელურია. საქართველო ძალიან აქტიური იყო ალიანსთან ურთიერთობაში და მის მისიებში აქტიურად მონაწილეობდა ავღანეთსა და ერაყში. ამგვარად, NATO-თან ჩვენი კავშირი ძალიან ახლოა. დღეს ალბათ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა უფრო ახლო ჩანს და ევროინტეგრაციის პროცესი უკრაინის მოვლენებმა დააჩქარა სამი ასოცირებული ტრიოსთვის და შესაძლოა, სხვებისთვისაც. ვგულისხმობ ბალკანეთის ქვეყნებს.

რაც შეეხება NATO-ს ზურაბიშვილმა თქვა, რომ ალიანსის შემდეგ სამიტზე მთავარი საკითხი უკრაინა და მისთვის უსაფრთხოების  გარანტიების მიცემის საკითხი იქნება.

“ეს ნორმალურია და ამას უკრაინა იმსახურებს. უკრაინის ნებისმიერი დაწინაურება ალიანსში საბოლოოდ სარგებლის მომტანია საქართველოსთვის. ევროკავშირთან დაკავშირებით გარდამტეხი მომენტია. საქართველოს სჭირდება რომ წლის ბოლოს მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. იმ "რბილ ომში", რაც გვაქვს რუსეთთან ვფიქრობ, ევროკავშირს არ შეუძლია საქართველოს დაკარგვა, ქართველი ხალხისთვის კვლავ იმედის გაცრუება და რუსეთისთვის სათამაშოდ მარტივი ადგილის მიცემა. ასე რომ, ეს ძალიან სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც, რა თქმა უნდა, დემოკრატიული რეფორმებსა და პროცესს ითვალისწინებს, რომელიც ბოლო პერიოდში ისეთი დამაკმაყოფილებელი არ არის, როგორიც უნდა იყოს”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები