მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის NATO-ში ყოფნა, დაცულობისა და უსაფრთხოების ერთადერთი გზაა - პრეზიდენტი

პრეზიდენტი იცინის

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველო, უკრაინა და მოლდოვაა, NATO-ს კავშირში შესვლა მეტად უსაფრთხოდ ყოფნას ნიშნავს და საქართველომ სხვა გზა არ იცის. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ყოფნისას Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

Bloomberg-ის პირველი კითხვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პრეზიდენტის შეფასებებს შეეხებოდა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ საქართველო წინ მიდის და ეს უკრაინის დამსახურებაა. შემდეგი თემა კი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება იყო:

რაც შეეხება NATO- გაფართოებას, რა არის ამჟამინდელი მდგომარეობა? ფიქრობთ, რომ რაც უფრო ახლოს იქნებით NATO-სთან უფრო უსაფრთხოდ იქნებით თუ არა?

რა თქმა უნდა.

რადგან უკრაინის შემთხვევაში, ამან აჩვენა, რომ პუტინისთვის, რუსეთისთვის უკეთესი იყო..

მე ასე არ ვფიქრობ, ეს არაა ახსნა. რუსეთმა უკრაინაში შეჭრაზე გადაწყვეტილება თავად მიიღო და ეს არ იყო რამეზე რეაქცია, ეს იყო ქმედება, აგრესია და ვფიქრობ, რომ წითელი ხაზი, რომელიც ფარავს NATO-ს ყველა წევრს პუტინი მის გადაკვეთას ვერ გაბედავს. ეს უკვე მრავალჯერ დამტკიცდა. და რა თქმა უნდა, ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყნისათვის, როგორიცაა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა ნათელია, რომ NATO-ს კავშირში ყოფნა, დაცულობისა და უსაფრთხოების ერთადერთი გზაა და ჩვენ სხვა გზა არ ვიცით. ევროკავშირის გაფართოება NATO-ს გაფართოებასთან ერთად მიდის და ეს ორიენტაცია საქართველომ თავის კონსტიტუციაში ჩაწერა.

მაგრამ მაგალითად, დონალდ ტრამპის ახლანდელი კომენტარები თქვენში ღელვას არ იწვევს? ის თუ პრეზიდენტი გახდება შეუძლია NATO- დასუსტება და ამ სიტუაციაში საქართველოსთვის NATO კვლავ კარგი გზა იქნება?

რა თქმა უნდა, ამერიკის პოლიტიკაზე კომენტარს არ გავაკეთებ, არ იქნება სწორი. როგორც საქართველოს არ აქვს ევროინტეგრაციისა და NATO-ში ინტეგრაციის ალტერნატივა, არ ვფიქრობ, რომ აშშ-ს რაიმე ალტერნატივა აქვს გარდა იმისა, რომ ამ ძალიან ძლიერი ალიანსის უდიდეს მოკავშირედ დარჩეს მათი მომავლისათვის. ასე რომ, ამაშიც დარწმუნებული ვარ.

თქვენ ხომ იცნობთ მოდელს, რომელიც უკრაინამ აირჩია, როდესაც NATO-ზოგიერთ წვერთან ორმხრივ უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერა ხელი? ფიქრობთ, რომ ეს მოდელი საქართველოსთვისაც მისაღებია და დასავლელ ლიდერებთან, NATO- იდერებთან საუბრისას თუ წამოგიჭრიათ ეს თემა?

ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი გზაა. ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოებამდე საკითხი პროგრესირებდა და ევროკავშირთან დაახლოების მიზნით იყო გარკვეული საკითხები ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამებში მოხვედრისთვის, ამის მსგავსად, ალიანსში თითოეულ მთავარ მოკავშირესთან დაახლოება ძალიან კარგი შუალედური გზაა, რა თქმა უნდა, ის არ ცვლის საბოლოო მიზნებს და არავითარ შემთხვევაში, არ უნდა შეასუსტოს ან შეანელოს საბოლოო მიზნისკენ სვლა, მაგრამ ეს ძალიან კარგი შუალედური გზაა მხარდაჭერის მისაღებად. რა თქმა უნდა, დღეს უკრაინას უფრო მეტად სჭირდება ამ ტიპის ორმხრივი შეთანხმებები, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ეს იწყება უკრაინით, მაგრამ თუ შეგვიძლია მაგალითი ავიღოთ, ვფიქრობ, ეს საინტერესო მაგალითი იქნება.

მაშ, თქვენ ღია იქნებით ამ მოლაპარაკებების დასაწყებად, თუ ფიქრობთ, რომ გსურთ მსგავსი მოლაპარაკებების დაწყება?

ეს არ არის მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი, ეს მთავრობის გადასაწყვეტია. მაგრამ ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო მაგალითია და ეს ასევე, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ევროპელი პარტნიორების სურვილზე, რომ მიჰყვნენ ამ გზას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები