მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იქ არის მშვიდობა, იქ არის უსაფრთხოება“ - პრეზიდენტი NATO-სა და EU-ში ინტეგრაციაზე

64a02ac07c14d
სალომე ხიდურელი
01.07.23 17:35
466
„არავის დაავიწყდეს, რომ როდესაც ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, ეს ასევე გულისხმობს NATO-ში ინტეგრაციასაც“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, იმის გამო, რომ ევროკავშირი სამხედრო უსაფრთხოების მთავარი გარანტი არ არის, NATO მთავარი ძალაა, საიდანაც, შესაძლოა, ეს უსაფრთხოება მივიღოთ.

„საუბარი იყო აქამდე, რომ ევროპას ჯარი არ გააჩნია, რომ ევროკავშირი შექმნილია მშვიდობის, ეკონომიკური განვითარებისა და თავისუფლებისთვის და არა იმისთვის, რომ ძლიერი დაცვის მქონე ორგანიზაცია იყოს. მართალია, ეს ნელ-ნელა იცვლება, თუმცა სანამ ეს მოხდება, NATO იქნება მთავარი ძალა ევროპაში, საიდანაც შეიძლება, უსაფრთხოება მივიღოთ.

მთავრობა, რომელიც თავს იწონებს იმით, რომ ქვეყანასა და თავის მოქალაქეებს მშვიდობა მოუტანა, მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი მშვიდობა და უსაფრთხოება არის ჩვენს საბოლოო გაერთიანებაში ევროკავშირსა და NATO-ში. იქ არის მშვიდობა, იქ არის უსაფრთხოება. მანამდე, ჩვენ უნდა ვიაროთ გზაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის შიდასტაბილურობისთვისაა საჭირო და საბოლოო მიზნამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები