უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ფრაქცია "სლუგა ნაროდას“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებით, უახლოეს სანქციების პაკეტში თავად ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის წევრების სანქცირება განიხილება. ამის შესახებ მან TV Pirvel-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გავლენისგან უნდა განთავისუფლდეს, რათა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს და ქვეყანას ამაში საერთაშორისო პარტნიორები დაეხმარებიან.
"მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ სანქციების უახლოესი პაკეტი საქართველოს რამდენიმე მოქალაქის მიმართ განიხილება. პირველ რიგში, მინდა დავამშვიდო უბრალო ქართველი ხალხი, არავინ დაზარალდება. საქმე ეხება თავად ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას, რამდენადაც იცით, ევროკავშირში საქართველოს მიღების ერთ-ერთი პირობა დეოლიგარქიზაციაა. ამისათვის საქართველოს პოლიტიკასა და საზოგადო ცხოვრებაზე ოლიგარქების გავლენის შესუსტების გაგრძელების ხელშეწყობაა საჭირო.
იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილმა და მისმა ჯგუფმა მართვის ყველა სფერო იგდეს ხელთ, ბუნებრივია, დგას პრობლემა როგორ გათავისუფლდეთ და მაქსიმალურად შეამციროთ ეს. ყველა ძალოვანი სტრუქტურა, სამთავრობო უწყებები, მთავრობა, საკვანძო სამინისტროები ივანიშვილის წარმომადგენლობით კონტროლდება, ამიტომ დამოუკიდებლად საქართველო ამ ხაფანგიდან ვერ გამოძვრება. ამისთვის საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვებიან ამაში“, - განაცხადა დავით არახამიამ.
შეგახსნებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორ მაიკლ მაკფოლის განცხადებით, ჯგუფი საქართველოსა და ბელარუსში იმ კონკრეტული პირების დასანქცირების საკითხს განიხილავს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომს უჭერენ მხარს, თუმცა მაკფოლის კონკრეტული პირები არ დაუსახელებია. ამის შესახებ მან გადაცემა „რეზიუმესთან“ ინტერვიუს დროს თქვა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი