06.მაისი .2020 10:47

"საქართველო კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით ჯანმო-ს კვლევაში ჩაერთო"

views 371
უკან

"საქართველო კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით ჯანმო-ს კვლევაში ჩაერთო" - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმამ მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საუბარია ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლაზე და საქართველო ჯანმო-ს „პლაქველინის“ გამოყენებაზე თავის გამოცდილებას გაუზიარებს.

„ამ ეტაპზე საუბარია მონაცემების გაცვლა-გამოცვლაზე, რაზეც ჩვენი კლინიკა მზად არის და პროცესი უკვე დაწყებულია. ყველა ინფორმაციის მიწოდებისთვის მზად ვართ და თუ არ ვცდები კიდეც დაიწყო. ჩვენ ვიყენებთ „პლაქველინს“, ეს ხდება პაციენტებში, სადაც კონკრეტული მდგომარეობა გვაქვს განხილული და პაციენტისთვის ექიმმა გადაწყვიტა, რომ აღნიშნული მედიკამენტი იყო საჭირო. ყველგან მიღებული გვაქვს დადებითი შედეგი. ის გამოიყენებოდა მძიმე პაციენტებში და ისეთი მაჩვენებლები არ ჩანს, რომ მსუბუქ პაცენტებში გამოვიყენოთ ეს მედიკამენტი. მსუბუქი პაციენტები ისედაც ექვემდებარებიან მკურნალობას, ამიტომ „პლაქველინის“ გამოყენებაზე საუბარი არ ყოფილა... ეს ექვემდებარება მომავალში განხილვას“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

როგორც ცნობილია, ჯანმო-მ კორონავირუსის სამკურნალოდ ოთხი მედიკამენტის გამოცდა დაიწყო, მათ შორის „პლაქველინის“ და „რემდესივირის“.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა