ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების დახელოვნების ცენტრის თანამშრომლობით გამართული კონფერენციისა და ტრენინგის ოფიციალურ დახურვაში მიიღო, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების საკითხებს მიეძღვნა.
გამოსვლაში ვიცე-პრემიერმა ყურადღება განაცხადა, რომ საქართველო აგრძელებს განვითარებას ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის მიზნით. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-სა და ევროპის სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია საქართველოს ენერგეტიკის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად.
ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოში უნდა გაიზარდოს საკუთარი ენერგეტიკული რესურსების ათვისება, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების, აგრეთვე დაინერგოს თანამედროვე ენერგეტიკული ტექნოლოგიები. ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება მთავრობის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ითვალისწინებს ახალი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას და ენერგოეფექტურობის პროექტების განხორციელებას.
მინისტრმა გაამახვილა ენერგეტიკულ რეფორმაზე, რომელიც ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან საქართველოს მიერთების შემდეგ ხორციელდება და მიზნად ისახავს ადგილობრივი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზებას და ქვეყანაში ევროპული რეგულაციების დამკვიდრებას.
ცნობისთვის, კონფერენცია და ტრენინგი თბილისში 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების დახელოვნების ცენტრის ორგანიზებით და აშშ-ის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებელის ჩართულობით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე