ევროკავშირის ენერგეტიკის სააგენტო ბლოკის წევრ ქვეყნებს აფრთხილებს, რომ თხევადი გაზის ადგილობრივი წარმოების შემცირება და გრძელვადიანი კონტრაქტები რუსული პროდუქტის იმპორტზე დამოკიდებულებას აჩვენებს.
19 აპრილს ACER-ის (EU-ს ენერგეტიკის მარეგულირებელი სააგენტო) გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ კვლავ რუსეთიდან იმპორტირებული თხევადი გაზი რჩება და ბლოკმა ისე უნდა შეძლოს იმპორტის თანდათანობითი შემცირება, რომ მიწოდება არ შეფერხდეს.
ანგარიშში განხილულია, რომ ევროკავშირმა 2023 წელს რუსეთიდან 18 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი გაზის იმპორტი მოახდინა, რომლის უმრავლესობაც 2022 წლამდე გაფორმებული გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე იმპორტირდა.
ACER-ის თანახმად, რუსულ თხევად გაზზე გაზრდილი დამოკიდებულება ხაზს უსვამს ევროკავშირის მასშტაბით ადგილობრივი წარმოების შემცირებას. ენერგეტიკის სააგენტო ანგარიშში აღნიშნავს, რომ ევროპა თხევადი გაზის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია და მისი კონტრიბუცია თხევადი გაზით ვაჭრობაში, ¼-ზე მეტია. ამასთანავე, რუსეთი, აშშ-ის შემდეგ, თხევადი გაზის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია.
“რუმინეთი, დანია, ნიდერლანდები და გერმანია ევროკავშირის მასშტაბით გაზის წარმოებით გამოირჩევიან, თუმცა შემცირებული წარმოება და გრონინგენის გაზის საბადოს გაუქმებამ, ასევე დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებამ, ბლოკის მასშტაბით ადგილობრივი წარმოების მაჩვენებლები შესამჩნევად შეამცირა”, - ვკითხულობთ ანგარიშში.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან მილსადენებით გაზის იმპორტი ევროკავშირში, 2021 წელთან შედარებით, გასულ წელს 84%-ით შემცირდა, რუსეთი ევროპისთვის მნიშვნელოვან მიმწოდებლად კვლავ რჩება. გასულ წელს რეგიონში იმპორტული თხევადი გაზის 40% სწორედ რუსეთზე მოდის და, ანგარიშის თანახმად, ბელგია, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია და ესპანეთი მარაგდება.
ACER-ი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ურჩევს, რუსეთიდან იმპორტი ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ, თუმცა დიდი სიფრთხილით, შეამცირონ.