მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს მეოთხე მობილური ოპერატორი აუცილებლად სჭირდება"

60bc9502b3e3e
სალომე მეცხვარიშვილი
06.06.21 13:24
4412
საქართველოს მეოთხე მობილური ოპერატორი აუცილებლად სჭირდება – ამის შესახებ “საქმის კურსს” მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა განუცხადა. ასე ეხმაურება ის კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიშს, სადაც მარეგულირებელი ბაზარზე არსებულ “შეზღუდულ კონკურენციაზე” წერს.

“ხმოვანი და ინტერნეტ მომსახურების კუთხით აუცილებლად სჭირდება მეოთხე ოპერატორი ამ ქვეყანას, რადგან სამწუხაროდ, ბილაინის შემოსვლამ პრობლემები ვერ აღმოფხვრა. სიტუაცია არსებითად შეცვალა და კარტელური შეთანდმებები დღეს ნამდვილად შეუძლებელია, თუმცა, მეოთხე ოპერატორის გაჩენა მინიმუმ მოგვცემს ისეთ მოცემულობებს, რომლებზეც შეიძლება ითქვას, რომ არც გვიოცნებია”,– აცხადებს უჩა სეთური.

მისივე თქმით, წესით ბაზარზე 3 კომპანიის არსებობა სრულად საკმარისი უნდა იყოს მაღალი კონკურენციისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ კომუნიკაციების კომისია თავად საუბრობს დაბალ კონკურენციასა და მობილური ოპერატორების მაღალ მარჟებსა და ტარიფებზე. უჩა სეთურის განცხადებით, მაღალი ტარიფების მიუხედავად “მაგთისა” და “სილქნეტის” დომინირება ბაზარზე შესაძლოა იმით არის გამოწვეული, რომ ეს კომპანიები მომხმარებელს უფრო მსხვილ კალათას სთავაზობენ, მობილურ სერვისებთან ერთად ტელევიზიასა და ფიქსირებულ ინტერნეტს.

“მიუხედავად დაბალი ფასებისა,“ბილაინს” ძალა არ აქვს, რომ მსხვილ კომპანიებს კონკურენტული პირობების შეთავაზება აიძულოს”,– აცხადებს უჩა სეთური.

კომუნიკაციების კომისია: მობილურ ოპერატორებს მაღალი მარჟები და ტარიფები აქვთ