მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის მედიკოსები სრულად არიან უზრუნველყოფილი პერსონალური დაცვის საშუალებებით"

5e62468b8fd78
ინგა მურუსიძე
06.03.20 16:46
1458
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებისა და რაინული ფილიალების სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

როგორც bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სპეციალური ხსნარებით მუშავდება ცენტრის რაინული შენობები და სასწრაფო დახმარების მანქანები.

"რაც შეეხება ეკიპაჟების აღჭურვულობას, მედიკოსები სრულად არიან უზრუნველყოფილი პერსონალური დაცვის საშუალებებით. მათ ეკიპირებაში შედის : C დონის ბიოლოგიური დაცვის უსაფრთხოების ტანსაცმელი, სამედიცინო ნიღბები და პერსონალური დაცვის სათვალეები.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას უსაფრთხოების ნორმების ყველა კომპონენტის დაცვით უზრუნველყოფს", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.