მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფომ ფრინველის ხორცის იმპორტზე კონტროლი შეაჩერა, ეს დიდი აფერისტობაა"

5eaa820de129c
ვიქტორია მღებრიშვილი
30.04.20 12:50
4618
სახელმწიფო იმპორტირებულ ფრინველის ხორცზე კონტროლის მექანიზმებს აჩერებს, - ამის შესახებ BM.GE-ის „ჩირინას“ დამფუძნებელმა რეზო ვაშაკიძემ განუცხადა და დასძინა, რომ "ეს დიდი აფერისტობაა". 

მისი ინფორმაციით, დღემდე მოქმედი,  ფრინველის ხორცის შემოწმების ტექნიკურ რეგლამენტში შევიდა ცვლილებები და შედეგად, ადგილობრივი ბაზარი იმპორტირებული მაღალი წყლის შემცველობის ქათმის ხორცით გაჯერდება მოხდება, რაც იმპორტიორებს უპირატეს კონკურენტულ მდგომარეობაში ჩააყენებს.

"ევროკავშირში ფრინველის ხორცში წყლის შემცველობაზე შეზღუდვებია და საქართველოს ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის ხელშეკრულების თანახმად, მომზადებული იყო საკანონმდებლო დოკუმენტი, რომლის მიხედვით, საქართველოში ფრინველის ხორცში წყლის შემცველობა 5%-ით შეიზღუდა, რადგან მომხმარებელმა უნდა იცოდეს ხორცს ყიდულობს თუ წყალს“, - განაცხადა ქათმის ხორცის ადგილობრივმა მწარმოებელმა.

კითხვაზე - რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას კონტროლის მექანიზმების შესუსტებამ ადგილობრივ წარმოებებს, რეზო ვაშაკიძე აცხადებს, რომ ფრინველის ხორცის არცერთი ადგილობრივი მწარმებელი ხორცში წყალის შეყვანის მეთოდს არ იყენებს, შესაბამისად, ისინი ვერ იქნებიან კონკურენტუნარიანები. 

„მთავრობამ დადგენილებაში ცვლილებები მიმდინარე წლის 8 აპრილს შეიტანეს, ასეთ მდგომარეობაში ვის მოაგონდა მსგავსი ცვლილების შეტანა, გაუგებარია. ამან საქართველოში შესაძლოა, ბევრი წარმოება გააჩეროს, რადგან ისინი ვერ გაუძლებენ ასეთ კონკურენციას. ძირითადი ის არის რომ საქართველოს მომხმარებელი რჩება მოტყუებული. 

მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერი, მხარს უჭერენ ქართული წარმოების განვითარებას, მსგავსი გადაწყვეტილებები კი კლავენ ადგილობრივ წარმოებას. ჩემი აზრით, ასეთი საკითხები ვინ და რატომ მიიღო ეს დადგენილება სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა უნდა შეისწავლოს.

მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ბაზარზე ფრინველის ხორცის უკმარისობა არ არის. კომპანია "ჩირინა" ჯანსაღი კონკურენციის მომხრეა და ჩვენ, ქვეყანაში, მაღალი ხარისხის ფრინველის ხორცის შემოსვლას მივესალმებით“, - ამბობს „ბიუ-ბიუს“ დამფუძნებელი.
 
დღის განმავლობაში bm.ge სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ. ლევან დავითაშვილის უწყებაში ირწმუნებიან, რომ იმპორტირებული ფრინველის ხორცზე  რიგი კონტროლის მექანიზმის დროებით შეჩერება, პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო მოხდა. 
bm.ge