მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესზე ზეწოლა ქვეყნისთვის დამანგრეველია“ – „ჩირინას“ დამფუძნებელი

642bd75c6a04a
ვიქტორია მღებრიშვილი
04.04.23 12:22
792
კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებლის და ბიზნესმენის რევაზ ვაშაკიძის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე ზეწოლა ქვეყნისთვის დამანგრეველია. ამის შესახებ მან გადაცემა #წერტილში სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა პროდუქტის ფასების რეგულირების საკითხზე საუბრისას თქვა.

მისი შეფასებით, ზეწოლის შემთხვევაში, ბიზნესი სახელმწიფოს არ დაუპირისპირდება და ფასების რეგულირების საკითხი იქნება ეს თუ სხვა, შეასრულებს. ვაშაკიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მთავარი მართვის პრინციპებია.

„სახელმწიფოს ნებისმიერ მეთაურს, უშიშროების ნებისმიერ თავმჯდომარეს ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომ მივიდეს ბიზნესი და უთხრან, თქვენ ახლა მაგალითად, კვერცხი 15 თეთრით უნდა გააიაფოთ, იმ წუთშივე გააიაფებენ. მეც გავაიაფებდი, მე ხომ მთავრობასთან კონფლიქტი არ მინდა.

იმას არ ვამტკიცებ, რომ მთავრობას არ შეუძლია გაიაფება, შეუძლია სხვადასხვა რესურსებით, მაგრამ მე რომ ქათამი გავაიაფო 1-2-3 წელში შეიძლება კომპანია საერთოდ გაკოტრდეს და აღარ იყოს, თუმცა კონფლიქტს მოვერიდები და გავაიაფებ... რატომ, ვის დავუპირისპირდე - შსს-ს თუ უშიშროებას? ან მთავრობის რომელიღაც ხელმძღვანელს...

ჩვენ პრინციპებზე უნდა ვილაპარაკოთ, ზეწოლა ყველა ძალოვან სტრუქტურას შეუძლია. ამ შემთხვევაში ბიზნესის წარმომადგენელს არ ენდომება ეს კონფლიქტი და გააიაფებს. ეს ძალიან ცუდია და ქვეყნისთვის დამანგრეველია. რადგან მთავრობამ ძირითადად ყურადღება საგადასახადო პოლიტიკას უნდა მიაქციოს, ექსპორტ-იმპორტის პოლიტიკას და ა.შ.“, - ამბობს რევაზ ვაშაკიძე.

„ფასების რეგულირებას წერტილი უნდა დაესვას“ - რევაზ ვაშაკიძე


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები