მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საზღვრების 100%-იანი დაცვა არავის აქვს, დიდ ქვეყნებსაც კი" - გომელაური

62285ce3d5085
ინგა მურუსიძე
09.03.22 11:55
799
"100%-ით დაცული არცერთი ქვეყნის საზღვარი არ არის, ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია", - ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას - დაარწმუნა თუ არა მან დეპუტატები ნდობის ჯგუფში, რომ ქვეყნის საზღვრები დაცულია.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რისი საშუალებაც აქვს საქართველოს... რა შესაძლებლობაც გვაქვს. საზღვრების 100%-იანი დაცვა არავის აქვს, დიდ ქვეყნებსაც კი.

მაგალითად, ავიღოთ მექსიკა-ამერიკის საზღვარი - ყოველთვის პრობლემაა. მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ საზღვარი იყოს უსაფრთხო. ჩვენი მეზობლები არიან აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი. ერთადერთი პრობლემა შეიძლება იყოს სხვა, რუსეთის მიმართულებით, დანარჩენებთან მაქსიმალურად ვაკონტროლებთ საზღვრებს“, - განაცხადა გომელაურმა.