მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შალვა პაპუაშვილმა დრო არ გამონახა“ - ევროპარლამენტარებმა თბილისში ვიზიტი გააუქმეს

61eb08d6b77f6
თამთა ჯიჯავაძე
21.01.22 23:24
1355
"ჟან მონეს დიალოგის" ფასილიტატორი ევროპარლამენტარები საქართველოში ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. როგორც ევროპარლამენტის წევრების, ვიოლა ფონ კრამონის, მირიამ ლექსმანის და მარინა კალიურანდის განცხადებაშია ნათქვამი, ისინი როგორც ფასილიტატორები, საქართველოში ვიზიტს 21-22 იანვარს გეგმავდნენ, თუმცა, ეს ვიზიტი აღარ განხორციელდება, ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრის დრო არ გამონახა.

„ამ შეხვედრის მიზანი იყო "ჟან მონეს დიალოგის" პროცესის ამოქმედებისთვის შესაძლებლობების გამოვლენა საქართველოს პარლამენტთან ერთად, რასაც პარტიებს შორის დიალოგის განვითარებისთვის უნდა შეეწყო ხელი უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურის და ნდობის ჩამოყალიბებისთვის. "ჟან მონეს დიალოგი" მოქნილი და მედიაციის გამოცდილი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა პოზიციისა და ინტერესის გათვალისწინება. ვწუხვართ, რომ ამბიციური პროცესის დასაწყებად საჭირო პოლიტიკური პირობები არ არის ამ ეტაპზე შესრულებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მოგვიანებით ვიოლა ფონ კრამონმა „ტვიტერზეც“ დაწერა, რომ პოლარიზებულ საქართველოს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ფუნქციური პარლამენტი, რათა გადაჭრას ბევრი გამოწვევა. „ევროკავშირს აქვს ყველა ხელსაწყო პარტიებს შორის დიალოგის ფასილიტაციისთვის. ძალიან ცუდია, რომ "ჟან მონეს დიალოგის" საწყისი ეტაპი საქართველოს პარლამენტმა შეაყოვნა“, - წერს კრამონი.