ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და წერს, რომ მმართველ პარტიას არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობა ექნება.
“ქართული ოცნებისთვის” ყველაზე საშიში არჩევნებში დამარცხებაა. ამის გამო ბიძინა [ივანიშვილი] და მისი გარემოცვა ყველაფერს გააკეთებს, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს. შესაბამისად, მომდევნო არჩევნებში გაყალბების დონე წარმოუდგენლად მაღალი იქნება”, - წერს კრამონი.
კრამონი თავის პოსტს ტვიტთა სერიას ურთავს, რომლის ავტორიც “ქართული ოცნების” მიერ ხელისუფლების შენარჩუნების გზებს, მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვის გზებსა და მედიასაშუალებების კონტროლის მცდელობებს განიხილავს.