მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შავი ზღვა რისკის ზონაა... ტვირთის გადაზიდვის დღიური საფასური $10 000-დან $100 000-მდე გაიზარდა“

63f758836e06d
ელენე გოგბერაშვილი
23.02.23 16:33
932
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ, შავი ზღვა საომარი მოქმედებების რაიონად დღემდე აღიქმება. მაღალი რისკებიდან გამომდინარე, გასული ერთი წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა შავ ზღვაში შემავალ გემებზე დაზღვევის ტარიფები მნიშვნელოვნად გაზარდეს.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა BMGTV-ის გადაცემა „რედაქტ2“-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ შავი ზღვა დღემდე აღიქმება მაღალი რისკის ზონად, შესაბამისად კვლავ მაღალია სადაზღვევო პრემიუმების მოცულობა.

„სადაზღვევო პრემიუმები გაზრდილია. წინა წელს, ჩვენ გავაკეთეთ კვლევა და ერთი ტიპის გემის მაგალითზე მოგახსენებთ, რომ Aframax-ის ტიპის გემი, რომლის დღიური ფრახტი ომამდე 10 000 დოლარი ღირდა, წინა წლის მონაცემებით გადაზიდვის საფასურმა დღეში 100 000 დოლარს მიაღწია.

გაზრდილია სადაზღვევო პრემიუმები, რადგან შავი ზღვა რისკის ზონაა. მაგალითად, მსხვილი ნავთობკომპანიები თავს იკავებენ სუფსის ნავსადგურის გამოყენებისგან, მათ გადაინაცვლეს მილსადენებში, რადგან რისკები ამ მიმართულებით არსებობს“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.