25.ნოემბერი .2020 10:15

"შეიძლება მისო-ები გამორჩათ" - ბესო შენგელია "ივენთერების" სესხების სუბსიდირებაზე

"შეიძლება მისო-ები გამორჩათ" - ბესო შენგელია "ივენთერების" სესხების სუბსიდირებაზე
views 333
უკან

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ივენთ-კომპანიებს სესხები 12 თვე დაუსუბსიდირდებათ. პროგრამა ერთჯერადია და ის მხოლოდ საბანკო სესხებს ეხება. სააგენტოს  - „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არსად არის ნახსენები მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, არადა თავად ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ დიდ ნაწილს სესხები სწორედ მისო-ებში აქვთ აღებული. 

თემაზე საუბრისას მისოების ასოციაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია აცხადებს, რომ საკითხს დეტალურად არ იცნობს, მაგრამ გამორიცხული არაა, ადგილი ტექნიკურ პრობლემას ჰქონდეს და "უბრალოდ, მისოები გამორჩათ". 

„შეიძლება ტექნიკური პრობლემა იყოს და მისოები, უბრალოდ, გამორჩათ. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მუდმივად ტექნიკური ხარვეზია და მისოები უბრალოდ ავიწყდებათ. იგივე იყო მაგალითად "ლოქდაუნის" დროს, როცა ბანკების მუშაობის შეწყვეტაზე იყო საუბარი და მისოები გამორჩათ. დაახლოებით, ასეთი სიტუაციაა. ეს საკითხი ალბათ გასარკვევია, მაგრამ ზოგადად, გამორჩენილები ვართ ხოლმე. იგივე იყო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“, ძლივს ახლა მივაღწიეთ იმას, რომ ვერთვებით; ასე ხდება ხოლმე“, - ამბობს შენგელია.

მისოების ასოციაციასთან საუბრის შემდეგ bm.ge სააგენტოს - "აწარმოე საქართველოში" დაუკავშირდა, სადაც კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ ივენთ-კომპანიების სესხების სუბსიდირების პროგრამა მხოლოდ ბანკებიდან აღებულ კრედიტებს შეხება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა