მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის მთავარი გეგმაა, რომ მიკრობანკი გავხდეთ - "ლაზიკა კაპიტალი"

ლაზიკა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" 2024 წელს მიკრო ბანკის ლიცენზიის მიღებას გეგმავს - ამის შესახებ bm.ge-სთან ,,ლაზიკა კაპიტალის" გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

ბესიკ შენგელია ამბობს, რომ კომპანიას უკვე ჰქონდა შეხვედრა ეროვნულ ბანკთან და ახლა, უკუკავშირის მოლოდინში არიან.

"განცხადება ჯერ არ შეგვიტანია. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან გვქონდა შეხვედრები, სადაც კონკრეტული საკითხები იყო რაზე სამეულმა, (,,ემბისი" ,,კრისტალი" ,,ლაზიკა") რომელიც კანდიდატები ვართ ვთხოვეთ გარკვეული ცვლილებები. შეხვედრა შემოდგომაზე შედგა და ქალბატონი ნათია თურნავაც ესწრებოდა. საკმაოდ ნაყოფიერი და პოზიტიური შეხვედრები იყო. შესაბამისად, ახლა ვართ უკუკავშირის მოლოდინში და პარალელურად, რაც მოგვეთხოვება თადარიგი გვაქვს დაჭერილი და იმ კრიტერიუმებს გავდივართ.

ეს არის ძალიან ტექნიკური საკითხები. ყველას ჩვენი ბიზნეს პროფილი და მოდელი გვაქვს და რეკომენდაციები ამის მიხედვით წარვადგინეთ. იგივე ლიკვიდურობის საკითხში, წინა ვერსიით საკმაოდ რთული მოთხოვნები იყო. ჩვენი მხრივ, ვეცადეთ აგვეხსნა, რომ ეს არ იყო მიკრობანკისთვის პროპორციული მოთხოვნა. გვესმის, რომ უფრო მეტია ვიდრე მისო, მაგრამ ბანკზე რთული მოთხოვნები არ უნდა გვქონდეს.

ახლა, 2024 წლის მთავარი გეგმაა, რომ გავხდეთ მიკრობანკი და ამ კუთხით დაწყებული გვაქვს შიდა სამუშაოები" - განაცხადა ბესიკ შენგელიამ bm.ge-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, მიკრობანკის ლიცენზიის მიღება პარლამენტმა ნოემბერში გაამარტივა. ლიცენზიის მაძიებელი მიკრობანკი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ვალდებული იქნება საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ზოგადი ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის ჯგუფის სტრუქტურის ან მფლობელობის სტრუქტურის შესახებ, ვალდებულება ხდება დეტალური ინფორმაციის წარდგენაც მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების შესახებ, ასევე შუალედური მფლობელებისა და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ.

ინფორმაციისთვის, ლიცენზიის მისაღებად განაცხადი უკვე წარადგინეს ,,კრისტალმა" და MBC-მ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები