მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეიძლებოდა, უკეთესი ტემპი ყოფილიყო" - გუგა ქაშიბაძე ვაქცინაციაზე

609f7fafb5555
ინგა მურუსიძე
15.05.21 14:00
621
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, პლასტიკური ქირურგი გუგა ქაშიბაძე მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში შეიძლებოდა, უკეთესი ყოფილიყო.

საკითხზე მან გადაცემა BMGDRIVE-ში ისაუბრა და დასძინა, რომ ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც პროცესზე გავლენას ახდენს.

"ვაქცინაციის ტემპს რაც შეეხება, უკეთესიც შეიძლებოდა, ყოფილიყო, რამდენიმე ფაქტორი იყო აქ, მათ შორის ვაქცინების შოვნის საკითხი, რაც ძალიან რთულია. ასევე, პროცესი ძალიან დაამუხრუჭა ტრაგიკულმა შემთხვევამ, თუმცა ამწუთას უკვე თანდათან იმატებს, მთავარია, ვაქცინები გვქონდეს და დღითი დღე მოემატოს.

მარტო ვაქცინაც არ არის, მესმის, რომ დამენეჯმენტება რთულია. კიდევ ერთი ფაქტი არის ის, რომ ეს ყველაფერი ჩვენი გადასახადებით ფინანსდება, თითოეულმა ჩვენგანმა რომ იცოდეს, ეს რა თანხები ჯდება, მეტი აქტიურობა იქნებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანურ რესურსზე", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.