18.მაისი .2020 13:42

"შესაძლოა, მოსალოდნელი იყოს ვირუსის მეორე და შემდგომი ტალღაც" - დიმიტრი ხუნდაძე

views 519
უკან

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მეორე ტალღას ელოდებიან.

როგორც მან ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, მოსახლეობას სიფრთხილე მართებს.

„ეპიდემიოლოგები მაინც ფრთხილობენ და გარკვეული არგუმენტებიც გააჩნიათ იმის სათქმელად, რომ შესაძლოა, მოსალოდნელი იყოს მეორე და შემდგომი ტალღაც. კარგია, რომ რეგულაციების, აკრძალვების შემსუბუქების რეჟიმზე გადავედით, რადგან ერთია ჯანმრთელობის დაცვა და მეორე, მისი წონადია, ასევე, ეკონომიკური მაჩვენებლების შენარჩუნება, რომ სასტარტო მდგომარეობას მაინც სწრაფად დავუბრუნდეთ და არ მივიღოთ შეუქცევადი პროცესები. სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს, უნდა დავიცვათ წესები“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მან ჯანდაცვის კომიტეტის სახელით ქართველ ექიმებს მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის: დღეს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 6-ით, 701-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 432 პაციენტი. ვირუმა 12 მოქალაქე იმსხვერპლა.