მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Skilltape ტალანტების ბაზას შექმნის" - ბაზარზე ახალი სტარტაპი შემოდის

62c0394fe9279
მარიამ იზორია
02.07.22 19:44
672
უახლოეს პერიოდში ბაზარზე ახალი სტარტაპი Skilltape ჩაეშვება. ეს არის პლატფორმა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმების მსურველს ერთმანეთთან აკავშირებს. კერძოდ, პლატოფრმაზე ჯერჯერობით სამი პროფესიული მიმართულების წარმომადგენლების- გაყიდვების, მარკეტერების, ფინანსისტების, ერთგვარი ბაზა ვიდეორეზიუმეების საშუალებით იქმნება. კომპანიას კი შესაძლებლობა აქვს Skilltape-ზე სასურველი კადრი მარტივად შეარჩიოს.

სტარტაპის დამფუძნებელი ანა ავეჩბა bm.ge-სთან აცხადებს, რომ პლატფორმის მიზანი ტალანტების ბაზის შექმნაა, სადაც კომპანიები თუნდაც სამომავლო გუნდის წევრს შეარჩევენ. მისივე თქმით, პლატფორმა ამ დროისთვის სატესტო რეჟიმით ფუნქციონირებს, ერთ თვეში კი პირველადი აპლიკანტების მისაღებად მზად იქნება. სრულად, სტარტაპი წლის ბოლომდე ჩაეშვება.

„Skilltape - ტალანტების ბაზას შექმნის. პლატფორმაზე ვაკანსიების განთავსება არ ხდება, აქ მსურველი რეგისტრირდება, შემდგომ საკუთარ გვერდს ავსებს და დამსაქმებელი კი ასე პოულობს მას. ჯერჯერობით მხოლოდ სამი პროფესიული მიმართულება გვაქვს, ისინი ძირითადად მოთხოვნის შესაბამისად შეირჩა. სტარტაპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი ვიდეორეზიუმეების სტანდარტის დანერგვაა. ვფიქრობ, ეს კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ დასაქმების მსურველმა ის უნარები გადმოსცეს, რასაც წერილობით ვერ ახერხებს და მეორე მხრივ, დამსაქმებელი ასე პირველი გასაუბრების დროს ზოგავს.

ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმით ვმუშაობთ და უკვე გვიგზავნიან ვიდეორეზიუმეებს. ერთ თვეში პირველად აპლიკანტებს მივიღებთ, წლის ბოლოსთვის კი სრულად ჩავეშვებით“ - ამბობს ის.

ანა ავეჩბა სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს შემდეგ მათი გათვლა აღმოსავლეთ ევროპის ბაზარია.

„იმდენად აუთვისებელია ბევრი ბაზრი, რომ დიდი არეალია, სადაც შეგვიძლია გავიდეთ, საქართველოს შემდეგ გათვლა გვაქვს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე. თვეში 20%-იანი ზრდა უნდა გვქონდეს და ამიტომ საქართველოს პატარა ბაზარი საკმარისი არ იქნება“ - განმარტავს „skilltape”-ის დამფუძნებელი.