მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სტაციონარებში ბევრი ისეთი პაციენტი წევს, ვისაც ამის საჭიროება საერთოდ არ აქვს" - მაია ბუწაშვილი

5fb3a663643d1
ინგა მურუსიძე
17.11.20 14:34
670
"მსჯელობა იყო არასაჭირო ჰოსპიტალიზაციებზე და მართლაც, რეალურად ციფრები აჩვენებს, რომ სტაციონარებში ბევრი ისეთი პაციენტი წევს, რომელთაც ამის აუცილებელი საჭიროება საერთოდ არ აქვთ" -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, გზებია გამოსანახი, თუ როგორ მოხდეს ოპტიმიზაცია, რომ საწოლები რეალურად შენარჩუნდეს იმ ხალხისთვის, ვისაც ნამდვილად სჭირდება.

ბუწაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს, რომ ხშირ შემთხვევაში ბინაზე მკურნალობა არის სრულიად მისაღები, რაც ხელს შეუწყობს საწოლი ადგილების ოპტიმიზაციას.

„მოსახლეობაში არის მოლოდინი, რომ კოვიდის დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა მოხვდეს საავადმყოფოში. უნდა გაუმჯობესდეს კომუნიკაცია ამ მხრივ, რათა ხალხმა იცოდეს, რომ ხშირ შემთხვევაში ბინაზე მკურნალობა არის სრულიად მისაღები და ამით დავზოგოთ ეს საწოლები მათთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება. მთავარი არის ახლა ამ საკითხის მოგვარება და საწოლფონდის ოპტიმიზაცია,“ - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ინფორმაციისთვის: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.