მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილის დროინდელი 80 000-მდე განკარგულების გასაჯაროება კობახიძეს ამ დრომდე არ დაუწყია

კობახიძე და ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში გამოცემულ მთავრობის განკარგულებებს, ჯერჯერობით, ირაკლი კობახიძის მთავრობაც არ ასაჯაროებს.

მთავრობის განკარგულებები - ამ ბმულზე 2021-2023 წლებში გამოცემული განკარგულები არ იძებნება

რატომ არ ქვეყნდება სამი წლის განმავლობაში გამოუქვეყნებელი მთავრობის განკარგულები და როდის გახდება ირაკლი ღარიბაშვილის დროს გამოცემული განკარგულებების შინაარსი გამჭვირვალე? - ამ კითხვით BMG-მ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს არაერთხელ და ოფიციალურადაც მიმართა, მაგრამ რამდენიმეთვიანი ლოდინის მიუხედავად, ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ.

შეგახსენებთ, მთავრობის განკარგულებები 2021-2023 წლებში საერთოდ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა, ახალი განკარგულებების გასაჯაროება დაიწყო.

კერძოდ, 3-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მთავრობამ პირველი განკარგულება მიმდინარე წლის თებერვალში გამოაქვეყნა. მაშინ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში BMG-ის უთხრეს, რომ მიმდინარეობდა მუშაობა წინა წლების განკარგულებების გამოქვეყნებაზეც.

მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელის ლევან ჟორჟოლიანის ინფორმაციით, გამოუქვეყნებელი განკარგულებების რაოდენობა 80 000-მდეა და მათზე „მუშაობა მიდის“.

"ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში, მეც დიდი დრო არ დამიხარჯავს მის შეცვლაზე" - ასე გაიმართლა თავი რამდენჯერმე თავად ირაკლი ღარიბაშვილმა, როდესაც მედიამ ჰკითხა, რატომ არღვევდა კანონს და რატომ იყო გაუმჭვირვალე მთავრობის განკარგულებები.

ირაკლი ღარიბაშვილამდე მთავრობის მეთაური გიორგი გახარია იყო და აღსანიშნავია, რომ მისი პრემიერობის ბოლო ხუთი თვე განკარგულებები არ ქვეყნდებოდა (2020 წლის სექტემბერი - 2021 წლის თებერვალი).

დამალული განკარგულებების გამოქვეყნებისკენ "ოცნების" მთავრობას დღეს გიორგი გახარიაც მოუწოდებს.

„შემიძლია პრიმიტიული მოთხოვნა დავაყენო - მეგობრებო, გამოვაქვეყნოთ ყველა გამოუქვეყნებელი განკარგულება“

მთავრობის განკარგულებები ძირითადად სხვადასხვა საკითხს, მათ შორის პრივატიზაციებს, მიწის სიმბოლურ ფასად გადაცემებს, საპრივატიზაციო ვალდებულებებში ცვლილებების შეტანას, სასესხო ხელშეკრულებებს და მათ მოდიფიკაციებს, ასევე სხვა მრავალ თემას შეეხება.

2023 წელს მთავრობის თითქმის ყოველი მე-4 განკარგულება სახელმწიფო ქონების გადაცემას ეხებოდა - TI

მთავრობას მის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების გასაჯაროებისკენ წლების განმავლობაში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები