მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლოს დასაბუთებით, მთავრობას განკარგულებების გამოქვეყნების რესურსი არ ჰქონდა - IDFI

IDFI

ამ ეტაპზე მართლმსაჯულების პოზიციაა, რომ საქართველოს მთავრობას განკარგულებების გამოქვეყნების ან საჯარო სახით გაცემის რესურსი არ ჰქონდა - აღნიშნულ საკითხზე IDFI-ის კანონის უზენაესობის და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი დავითურმა გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

მისი თქმით, ასეთი დასაბუთება მიიღო IDFI-იმ პირველი ინსტანციის სასამართლოსგან. საქმე ის არის, რომ ორგანიზაციამ მთავრობას განკარგულებების გამოუქვეყნებლობისთვის უჩივლა.

საქართველოს მთავრობა სამი წელია განკარგულებებს აღარ აქვეყნებს, მაშინ როდესაც საქართველოს მთავრობის რეგლამენტი მთავრობის ადმინისტრაციას მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებების ვებგვერდზე ატვირთვას მიღებიდან მაქსიმუმ სამი დღის განმავლობაში ავალდებულებს, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა. განკარგულებების გასაჯაროებაზე IDFI-მ მთავრობის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 2020 წლის დეკემბერში შეიტანა და 2020 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით მიღებული მთავრობის განკარგულებების გასაჯაროება მოითხოვა. ინსტიტუტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა და ეს ინსტანციას წააგო, თუმცა დასაბუთება ჯერ არ მიუღიათ.

გიორგი დავითური განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დასაბუთებაში ყურადღების მიღმა კანონიერების ნაწილი დატოვა. მისი თქმით, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მოქალაქეების უფლებაა და დასაბუთება, რომ უწყებას ამის რესურსი არ ჰქონდა, არარელევანტურია.

„დასაბუთებაში ყურადღების მიღმა დატოვებულია კანონიერების ნაწილი. სასამართლო მტკიცებულების გარეშე ადასტურებს იმას, რომ კანონის მიხედვით ეს განკარგულებები უნდა გაცემულიყო კიდევაც, მაგრამ სასამართლო ამბობს, რომ მთავრობას არ აქვს რესურსი ეს გააკეთოს, რაშიც ადამიანურ და მატერიალურ რესურსს გულისხმობს. კანონის მიხედვით, ეს საკმარისი პირობა არ არის. მარტივად რომ ვთქვათ, სამოქალაქო უფლებებით სარგებლობა, განსაკუთრებით ინფორმაციის თავისუფლებით რესურსებზე არ არის დამოკიდებული. მაგალითისთვის, რომ ვთქვათ, ადამიანს იუსტიციის სამინისტრომ არ შეიძლება უარი უთხრას პასპორტის გაცემაზე, იმიტომ რომ საბეჭდი დაზგა გაუფუჭდა. ის ვალდებულია ეს საბეჭდი დაზგა იყიდოს და ეს გააკეთოს.

ძირითადი უფლებები ზოგადად ასე მუშაობს, ასეთივე უფლებაა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და თუ მაგალითად სამსახურიდან იმ თანამშრომელს გაუშვებენ, რომელსაც საჯარო ინფორმაციის გაცემა ან გამოქვეყნება ევალება, ამით საჯარო დაწესებულება თავს ვერ იმართლებს, რომ ინფორმაციის გამცემი პირი აღარ ჰყავს ან ფული არ ჰყავს რომ ის დაიქირაოს, ან მიზანშეწონილად ჩავთვალო, რომ ის სხვაგან გადავამისამართო. მარტივად რომ ვთქვა, ეს ცუდი მენეჯმენტია, რის გამოც სასამართლომ არასწორი და უკანონო მენეჯმენტის მთავრობა ანგარიშვალდებულად უნდა აქციოს და კანონისმიერი მითითება მისცეს. პირველი ინსტანციის მოსამართლემ მთავრობა ამის გამო დააჯილდოვა და უთხრა, რომ რაკი რესურსი არ აქვს, განკარგულებების გაცემა არც ევალება. IDFI-მ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სასამართლოს ეს არგუმენტი იმდენად არარეალისტური იყო. უზენაესი სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, საქართველოს კონსტიტუციით ჩვენ დავასაბუთეთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად აცდენილი იყო სამართლებრივ რეალობას და შეუსაბამო იყო სასამართლოს ფუნქციასთან აკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლება“, - განმარტა გიორგი დავითურმა.

აღსანიშნია, რომ 12 თებერვლის მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობა სხვა უწყებებისთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს. მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ კი ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერის ინიციატივით მთავრობის განკარგულებები და დადგენილებები გამოქვეყნდებოდა.

მთავრობის თითქმის ყველა სხდომაზე რამდენიმე განკარგულება მაინც მტკიცდება ხოლმე. ხშირია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაცია, სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემა ფიზიკური პირებისთვის თუ კომპანიებისთვის და ა.შ. BMG-იმ არაერთხელ სცადა მთავრობის ადმინისტრაციისგან მიეღო პასუხი კითხვაზე - რატომ არ ქვეყნდება განკარგულებები, თუმცა უშედეგოდ. აღსანიშნია, რომ მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან განკარგულებების გასაჯაროებაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც აქტიურად საუბრობდნენ. მაგალითისთვის, IDFI-მ მთავრობის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში 2020 წლის დეკემბერში შეიტანა და 2020 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით მიღებული მთავრობის განკარგულებების გასაჯაროება მოითხოვა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" კი აცხადებდნენ, რომ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოს მთავრობის მიერ განხილული 531 განკარგულების პროექტიდან, თითქმის ყოველი მე-4 სახელმწიფო ქონების გადაცემას ეხებოდა და არც ერთი დოკუმენტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები