მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სტიქიის ზონის მოსახლეობას არანაირი პრობლემა არ ექნება - ამაზე თავით აგებს პასუხს ადგილობრივი ხელისუფლება"

5f22a97f6212f
BM.GE
30.07.20 15:13
890
ღები, ზემო ღები, გლოლა, შოვი - ყველა სოფელში იქნება კავშირი ვერტმფრენებით, გამოსაყვან ადამიანებს გამოვიყვანთ, მოხდება სოფლების მომარაგება და არანაირი პრობლემა არ იქნება - ამაზე თავით აგებს პასუხს გუბერნიაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც, - განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რაჭაში, სტიქიის ზონის მონახულების შემდეგ განაცხადა.

პრემიერის თქმით, მან თავად ნახა ღებსა და ზემო ღებში კონკრეტული ოჯახები, რომლებიც რისკის ზონაში არიან და შესაძლოა მათი გასახლება გახდეს საჭირო.

მთავრობის მეთაურის თქმით, გეოლოგები შეამოწმებენ ყველაფერს და მიიღება ის გადაწყვეტილებები, რაც აუცილებელი იქნება, რომ მოქალაქეები რისკის ქვეშ არ დადგნენ.

გარდა ამისა, გახარიას თქმით, შექმნილია შტაბი, რომელთანაც პირადად მას ექნება ყოველდღიური კავშირი.