მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს ბიუჯეტში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის 90 მლნ ლარია გათვალისწინებული

გიორგი კაკაურიძე

2024 წელს ბიუჯეტში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის 90 მლნ ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

"2024 წელს მეტი სამუშაოები იქნება გურიის ნაწილში, ვინაიდან რაჭაში შოვის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურას ვერ აღვადგენთ. ჯერჯერობით ისმება მხოლოდ კითხვები, რისი გაკეთება შეიძლება, როგორ შეიძლება რაჭაში ინფრასტრუქტურის აღდგენა და სტიქიის ტერიტორიაზე დაგროვილი მიწა სად შეიძლება წავიღოთ - ამაზე პასუხები კი არ გვაქვს. არა მგონია, შოვის ტერიტორიის აღდგენა, ტექნიკურადაც კი, 1 და 2 წელიწადში მოხერხდეს", - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები