მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სუბსიდირება ჯანსაღი და კარგი მოვლენა არ არის, თუმცა წელს გასაგები და მისაღებია" - "თბილღვინო"

5f21833e0cda0
ინგა მურუსიძე
29.07.20 18:37
1072

სუბსიდირება მაინცდამაინც ჯანსაღი და კარგი მოვლენა არ არის, თუმცა წლევანდელი წლის პირობებში ეს გასაგებია, ახსნადია და მისაღებია, - ამის შესახებ „თბილღვინოს“ დამფუძნებელმა, ზურაბ მარგველაშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ ღვინის მწარმოებლებთან ღვინის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ფერმერებს ჩაუბარებელი ყურძენი არ უნდა დარჩეთ.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ კორონავირუსის გამო არსებობს პროდუქტის ჭარბწარმოება მსოფლიოში, ამიტომ მიმდინარეობს ფასების ომი. სუბსიდირების პარალელურად სახელმწიფომ უნდა უზურუნველყოს ხარისხის მაღალი კონტროლი, იმისთვის, რომ არ მოხდეს ფასების კლება. ჩვენს შემთხვევაში ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვებში კლება გვაქვს, თუმცა ექსპორტს რაც შეეხება, რაც ჩვენი გაყიდვების 90%-ს წარმოადგენს, გვაქვს 19-20%-იანი მატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

 

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა 2020 წლის რთველში მევენახეთა პირდაპირ სუბსიდირებაზე 40 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, წელს, სავარაუდოდ, 20,000-მდე მევენახე მიიღებს სუბსიდიას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები