მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სუბსიდირებული იპოთეკის" პროგრამით, ₾1 მილიარდზე მეტი სესხია გაცემული

6426de71e5fa7
თელარა გელანტია
01.04.23 19:15
921
სტატიაში საუბარია:
სახელმწიფო პროგრამის - "სუბსიდირებული იპოთეკური სესხის" ფარგლებში, სულ 1 მილიარდ ლარზე მეტი სესხია გაცემული.

როგორც bm.ge-ს მიერ „აწარმოე საქართველოდან“ გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, პროგრამის დაწყებიდან მიმდინარე წლის მარტამდე, ჯამურად, 1 მილიარდ 122 მლნ ლარის სესხია გაცემული. სააგენტოს ინფორმაციითვე, სულ პროგრამას 10 970 ბენეფიციარი ჰყავს.

რაც შეეხება უკვე გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯს, „აწარმოე საქართველოს“ ინფორმაციითვე, ჯამში, ₾61.1 მილინია გაცემულია.

„აწარმოე საქართველოს“ ცნობით, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის 2023 წლის ბიუჯეტი 45 მლნ ლარია.

ცნობისთვის: "სუბსიდირებული იპოთეკური სესხის" პროგრამა პანდემიის პერიოდში, 2020 წლის ზაფხულში, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს დაიწყო. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამშენებლო სექტორის სტიმულირება იყო. 2021 წელს, წინასაარჩევნოდ კი, იპოთეკური სესხების სუბსიდირების განახლებული პროგრამა ამოქმედდა - კერძოდ, 2021 წლის 1-ელი სექტემბრიდან დაბადებული ბავშვების მშობლებს ახალ იპოთეკურ სესხებზე სახელმწიფოსგან თანადაფინანსების სუბსიდიის მოთხოვნა შეუძლიათ. პროგრამა ახლადაბადებულ ბავშვებთან ერთად, მრავალშვილიანი ოჯახებისთვისაც (3+) ითვალისწინებს იპოთეკის სუბსიდირებას.