მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თან გინდოდეს თავისუფლება და თან მხოლოდ რუსეთის ბაზარი - ასე არ გამოვა" - "იაგოს ღვინო"

629b1142dd942
მარიამ იზორია
04.06.22 13:20
1494
„იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი BMGDRIVE-ს ეთერში რუსეთთან ვაჭრობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

როგორც მეღვინე აღნიშნავს, მისაღებია კომპანიის საექსპორტო გაყიდვებში რუსეთის ბაზარიც იყოს, თუმცა არა იმდენად, რომ კომპანია მხოლოდ ამ ქვეყანაზე იყოს დამოკიდებული.

მისივე განმარტებით, შეუძლებელია კომპანიას უნდოდეს თავისუფლება და პარალელურად მხოლოდ რუსეთის ბაზარზე ვაჭრობდეს.

„რუსეთის ბაზარი პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. მეორე მხრივ, ბიზნესისთვის პროდუქტის გაყიდვა მნიშვნელოვანია. თუმცა მეწარმე არ უნდა იყოს იმდენად დამოკიდებული, რომ საბოლოოდ, სხვა გზა არ რჩებოდეს. თან გინდოდეს თავიუფლება და ამასთან მხოლოდ რუსეთის ბაზარი - არ გამოვა. დიდმა ღვინის კომპანიებმა უკვე დაიწყეს ექსპორტში რუსეთის წილის შემცირება, ეს ბიზნესის დაზღვევაა. კარგი იქნებოდა რუსეთის თავის ბაზარს პოლიტიკას არ უკავშირებდეს, მაგრამ, რომ დავფიქრდეთ ეს ქვეყანა ბელარუსიასაც კი გარკვეულ პროდუქტზე ემბარგოს უწესებს, ამიტომ შეუძლებელი ჩვენ ისე კარგად მოვიქცეთ, რომ ამისგან დაზღვეულები ვიყოთ.

ჩემი დამოკიდებულება ასეთია - შეიძლება ვაჭრობდე რუსეთის ბაზარზე, მაგრამ არა იმ მოცულობით, რომ სხვა გზა არ გქონდეს და ტყვე გახდე“ - ამბობს მეღვინე.