მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტავ ჯორჯია" TOP-ინვესტორების სიაშია - რამდენი მილიონის FDI ჩადო კომპანიამ წელს?

61b9b2c14eea1
მარიამ ვარადაშვილი
16.12.21 00:00
683

საქსტატის ინფორმაციით, წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში $728.4 მილიონის ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.2%-ით მეტია. უშუალოდ მესამე კვარტალში კი ინვესტიციებმა $299 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1.4%-ით მეტია. 

საქსტატიდან იმ კომპანიების ჩამონათვალი გამოვითხოვეთ, სადაც მიმდინარე წლის III კვარტალში ყველაზე მეტი FDI განხორციელდა. ჩამონათვალში მოხვდა  შპს "ტავ ურბან საქართველო" - თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია.

როგორც კომპანიაში BMG-ს უთხრეს, პანდემიის მიუხედავად, ინვესტირება არ შეუწყვეტიათ და წელს, ჯამში წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 9 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 

“როგორც იცით, აეროპორტის ოპერირება ყოველწლიურ განახლებასა და განვითარებას მოითხოვს, იქნება ეს ინფრასტრუქტურის, სერვისების დამატების თუ ტექნიკის გაუმჯობესების კუთხით. 2005 წლიდან დღემდე საქართველოში 220 მილიონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. 

კოვიდპანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისა და მისგან მოყენებული ზიანის მიუხედავად, რომელიც დღესაც გრძელდება, საქართველოში ინვესტიციების განხორციელება არ შეგვიჩერებია. 2020 წელს ჩვენ დავიწყეთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი და 2021 წლის მარტში სრულიად განახლებული აეროპორტი გავხსენით, ამ პროექტის ჯამურმა ინვესტიციის ოდენობამ 17 მილიონი დოლარი შეადგინა. 

ასევე, 2021 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამიმოსვლო ბილიკის (G) მოწყობასა და აეროდრომზე განხორციელებულ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციის სახით 2,5 მილიონი დოლარი ჩავდეთ. ამ პროექტის ჩათვლით 2021 წელს თბილისის საერთაშორისო  აეროპორტის ტექნიკის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში და სატრანსპორტო საშუალებების განახლებასა თუ შეძენაში რეინვესტიციის, სახით ჯამში, კაპიტალურმა დანახარჯებმა 9 მილიონ ლარს გადააჭარბა”, - აცხადებენ კომპანიაში. 

2021 წლის 9 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 38.04%-ით დაუბრუნდა მგზავრთნაკადის იმ მაჩვენებელს, რაც პანდემიამდე, 2019 წლის პერიოდში ჰქონდა. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში BMG-ის უთხრეს მოცემულ პერიოდში აეროპორტი 1 130 437 მგზავრს მოემსახურა.