მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 38%-ით აღდგა - სააგენტო

618d227984368
მარიამ ვარადაშვილი
11.11.21 18:20
744
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაიყვანეს 1 130 437 მგზავრი. სააგენტოს ცნობითვე, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაიყვანეს 537 220 მგზავრი, ხოლო 2019 წლის პირველ 9 თვეში 2 971 398 მგზავრი. შესაბამისად, მგზავრთნაკადის ზრდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შეადგენს +110.42%-ს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება შეადგენს -61.96%-ს.

“აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 38.04%-ით დაუბრუნდა მგზავრთნაკადის იმ მაჩვენებელს, რაც ქონდა პანდემიამდე, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში,”-განუცხადეს BMG-ის სააგენტოში.