მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში აეროპორტები 2.5 მლნ მგზავრს მოემსახურნენ, წლიური ზრდა 45%-ია

64ae8df37bf15
მარიამ ვარადაშვილი
12.07.23 21:00
483
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ქვეყნის აეროპორტები ჯამში 2 485 263 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 45%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას.

ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აეროპორტებში მგზავრების ოდენობა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ფაქტობრივად გაუტოლდა.

ნახევარი წლის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 566 251 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 84%-ით დაუბრუნდა 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 667 305 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2022 წლის ორი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით 103%-ს შეადგენს. ამასთან, იანვარ-ივნისში მიღებულ მგზავრთა მაჩვენებელი 83%-ით აღემატება აეროპორტის მიერ 2019 წლის პირველ ექვს თვეში მიღებული მგზავრების რაოდენობას.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 236 444 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 9%-ია, ხოლო 2019 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით 96%-ს შეადგენს.

ნახევარი წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში ჯამში 8 556 რეისი შესრულდა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, შესრულებული რეისების რაოდენობა 29%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით აღდგენა 90%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები