მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილსერვის ჯგუფმა" ორი მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დაასრულა

5df8e6c8ab1cf
BM.GE
17.12.19 21:18
1236
„თბილსერვის ჯგუფმა“ მეტროსადგურ „ავლაბრისა“ და ფინანსთა სამინისტროს მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია დაასრულა. სარემონტო სამუშაოები დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ავლაბრის მიწისქვეშა გადასასვლელში, გარე პარაპეტები, ჩასასვლელები და გვირაბის კედლები ქართული აგურით მოპირკეთდა; მოეწყო დეკორატიული მოაჯირები და დამწვარი გრანიტის საფეხურები.

გორგასლის ქუჩაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში  კიშეკეთდა და გამოიცვალა ბაზალტის ფილები; ორივე მიწისქვეშა გადასასვლელი აღიჭურვა ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებით და ანტივანდალური LED სანათებით. გარდა ამისა, გამოიცვალა სანიაღვრე ცხაურები და შეკეთდა გასასვლელი გვირაბების ჭერები.