სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, თუ სახელმწიფო საწარმოთა სექტორში 2021 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით დასაქმებული იყო 52 597 -მდე ადამიანი, 2022 წლის ბოლოსთვის მათი რაოდენობა 55 230 -მდე გაზარდა.
„ჭარბი დასაქმება რჩება ისტორიულ არაეფექტიანობად, აღნიშნული მეტად გამოკვეთილია ისეთ ქვეყნებში, სადაც არ განხორციელებულა სახელმწიფო საწარმოთა კორპორატიზაცია,“, - ნათქვამია დოკუმენტში.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 1 წელიწადში 157 მლნ ლარით გაიზარდა სახელმწიფო კომპანიებში სახელფასო ფონდი და 961 მლნ მიაღწია.
ჯამური დასაქმების 57%-მდე მოდის TOP-10 საწარმოზე
- საქართველოს რკინიგზა 12 122 დასაქმებული
- თბილისის სატრანსპორტო კომპანია 6 344 დასაქმებული
- თბილსერვის ჯგუფი 5 189 დასაქმებული
- გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 3 009 დასაქმებული
- საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი 2 779 დასაქმებული
- საქართველოს ფოსტა 1 802 დასაქმებული
- სახელმწიფო ელექტროსისტემა 1 582 დასაქმებული
- საქართველოს მელიორაცია 1 437 დასაქმებული
- რესპუბლიკური საავადმყოფო 1 263 დასაქმებული
- სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა 1 193 დასაქმებული
სულ 36720 დასაქმებული
აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში სულ 1 283 700 კაცი იყო დასაქმებული.