მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ არ იქნება მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, ინვესტორები საქართველოთი არ დაინტერესდებიან"

5faab1cd06e4f
სალომე მეცხვარიშვილი
15.11.20 10:40
837
თუ არ იქნება მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, დასავლელი ინვესტორები საქართველოთი არ დაინტერესდებიან,- ასე ეხმაურება ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს კომპანია “დიოს” მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი.

მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში ჩატარდეს ისეთი სტანდარტის არჩევნები, რომელიც დამატებით კითხვებს არ გამოიწვევს.

“ახლაც გვაქვს ასეთი სიტუცია - არსებობს უკმაყოფილება არჩევნების შედეგებით. ადამიანებს აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გარკვეული დიალოგი, რადგან არ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკა და ადამიანების კეთილდღეობა პოლიტიკურ პროცესებს შეეწიროს. ყველას გვინდა ვიცხოვროთ განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში, რისი ფუნდამენტიც არის თავისუფალი არჩევნები - დღეს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც აკისრია მოვალეობა, რომ მოხდეს შეთნხმება და გადაიჭრას მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი”,- აცხადებს თამაზ დაუშვილი.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, დღეს ბიზნესის განწყობები პოზიტიური არ არის, რაც ლარის კურსზეც აისახება და ეს განწყობები არ გამომდინარეობს მხოლოდ ბოლო პერიოდის გამო, რადგან წლებია ქვეყანაში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა.

“მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით პანდემიის გადავლის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა მზად იყოს ახალი ინვესტიციების მოსაზიდად, რადგან დღეს მსოფლიოში მიდის გააფთრებული ბრძოლა ინვესტიციებისთვის და საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ სწორედ აქ უნდა ჩამოვიდნენ ინვესტორები და არა მაგალითად ხორვატიაში.

თუ არ იქნება მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, დასავლელი - ევროპელი და ამერიკელი- ინვესტორები ჩვენი ქვეყნით არ დაინტერესდებიან, რადგან მათ საკმაოდ დიდი არჩევანი აქვთ თავიანთი ინვესტიციები განათავსონ ისეთ ქვეყნებში, სადაც უფრო დაცულია მათი ინვესტიცია და სადაც უფრო კვალიფიციური მუშახელია”,- აცხადებს თამაზ დაუშვილი.