მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ შევინარჩუნებთ არსებულ სიტუაციას, რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობა ალბათ არ დადგება"

5f1e814b2f13e
ინგა მურუსიძე
27.07.20 11:27
598
"თუ შევინარჩუნებთ არსებულ სიტუაციას, ალბათ რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობა არ დადგება", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ჯერჯერობით, ვხედავთ, რომ სიტუაცია კონტროლირებადია; თუ შევინარჩუნებთ არსებულ სიტუაციას, კონტროლის გამკაცრების აუცილებლობა არ დადგება. დავაკვირდეთ დინამიკას. ბოლო 10 დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 24 ახალი ინფიცირებული 24 საათში. საბედნიეროდ ვხედავთ, რომ აღარ მომატებია მაჩვენებლები და სიტუაცია კონტროლირებადია. ხდება დადასტურებული შემთხვევების კონტროლი, მათი კონტაქტების მოძიება, სტაციონარში სამკურნალოდ გადაყვანა და დროული მკურნალობა. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ჩვენთან მძიმე პაციენტების წილი არის დაბალი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, გადაბნის რაიონის სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა.