2013 წლიდან, საქართველოში სოფლის მეურნეობა დეკლარირებულად არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და, მისი ხელშეწყობის მიზნით, დიდი მოცულობის ფინანსური სახსრები მიემართება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო დონორებისა და კერძო სექტორიდან ინვესტიციების თუ სხვა სახის დაფინანსებით, - ეს არის ამონარიდი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევიდან - "აგრარული მეურნეობა - გამოწვევები და შესაძლებლობები".
კვლევაში წერია, რომ მიუხედავად ძალისხმევისა, სოფლის მეურნეობა მაინც ვერ ახერხებს მნიშვნელოვნად განვითარებას, რადგან დარგი კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. სოფლის მეურნეობის განვითარების 2021-2027 წლების სახელმწიფო სტრატეგია დარგის სისუსტედ კვლავ ასახელებს ინფრასტრუქტურას (მათ შორის ირიგაციისა და დრენაჟის სისტემებს), უნარ-ჩვევებს და ცოდნას, ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას, მცირემიწიანობას, ლაბორატორიულ შესაძლებლობებს და ა.შ.
გარდა ამისა, BAG აღნიშნავს, რომ მცირემიწიანობა 2014 წლის აღწერის თანახმად, მეურნეობების 77% ერთ ჰა-ზე ნაკლები ზომის მიწას ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ დაყოფილია მცირე ნაწილებად. შესაბამისად, მეურნეობებს სხვადასხვა ადგილზე განთავსებული მიწის ნაკვეთების ეფექტურად გამოყენება ურთულდებათ.
„თვითმყოფად და ნახევრად-თვითმყოფად მეურნეობებში დასაქმებული მოსახლეობა არ იცნობს ფერმერულ პრაქტიკას თესლის ხარისხის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად, იშვიათად იყენებს მაღალი ადაპტაციის უნარის მქონე ჯიშებს თუ სერტიფიცირებულ სათესლე მასალას, ასევე, ხელი არ მიუწვდება ნარგავების თუ პირუტყვის მოვლის თანამედროვე, ეფექტიან ტექნოლოგიებზე. შედეგად, მათ მიერ წარმოებული პროდუქცია არის ადგილობრივი და, მით უმეტეს, უცხოური ბაზრისათვის მიუღებელი.
სასოფლო საქმიანობაში ჩართული შინამეურნეობები პროდუქციას უმეტესად საკუთარი მოხმარებისათვის აწარმოებენ და პროდუქციის გაყიდვიდან მცირე შემოსავალს იღებენ“, - წერია კვლევაში.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს, ერთი შინამეურნეობის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან წლიურად მიღებულმა საშუალო შემოსავალმა 1700 ლარიც კი ვერ შეადგინა, რაც სოფლად მაცხოვრებელთა შინამეურნეობის საშუალო წლიური შემოსავლის 15%-ზე ნაკლებია.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსხვილ მეურნეობებს თუ კოოპერატივებს განვითარების შედარებით მეტი პოტენციალი აქვთ ვიდრე მცირე, თვითმყოფად თუ ნახევრად-თვითმყოფად მეურნეობებს. შესაბამისი ცოდნა თუ კვალიფიციური მუშახელი, ხარისხიან აგროქიმიკატებსა და ნერგებზე ხელმისაწვდომობა, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ფინანსურ რესურსებზე წვდომა და ა.შ. ეს არის ფაქტორები, რომელთა ერთობლიობა განაპირობებს მათ უპირატესობას“, - ამბობენ BAG-ში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა