მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკრაინული კომპანიებისთვის $2,5 მილიონის რესურსია მობილიზებული" - "გაზელ ფაინენს ჯორჯია“

62f1f3c605afb
ალა ისპირიანი
08.08.22 20:35
1232
საინვესტიციო ფონდმა "გაზელ ფაინენს ჯორჯია“ კომპანიებისთვის, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიის დატოვება ესაჭიროებათ, სპეციალური პაკეტის მომზადება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. როგორც Bm.ge-სთან ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ჯანელიძემ განაცხადა, ინვესტორებთან მოლაპარაკებები ახლახან დასრულდა და პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის მიზნებისთვის ინვესტორებიდან 2,5 მილიონ დოლარიანი რესურსის მობილიზება მოხერხდა. ინვესტორებიდან, კი ერთი ამერიკული და ორი ჰოლანდიური საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია.

„ეს რესურსი იმ კომპანიებისთვისაა, რომლებიც ომის შემდგომ საქართველოში ჩამოვიდნენ ან ჩამოსვლას გეგმავდნენ და ჩვენ ამაში დავეხმარეთ. ვეხმარებით უკრაინელ მოქალაქეებს და კომპანიებს, რომ უწყვეტ რეჟიმში შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება სამუშაოსთვის უსაფრთხო გარემოს შეთავაზებით. უკვე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს პროექტი შედგა. "გაზელ ფაინენს ჯორჯია“ დამატებით 2,5 მლნ დოლარი უკვე არსებული ინვესტორებიდან მოიზიდა, რომელიც ერთი ამერიკული და ორი ჰოლანდიური ინვესტიციაა. ყველანაირი პროცესი უკვე დასრულებულია.

გაზელი ამ პროგრამის ფარგლებში კომპანიებს 3 ძირითად ფინანსურ პროდუქტს სთავაზობს, ესენია: 1) 0%-იანი სესხი, 2) გრანტი და 3) ბუღალტრული, იურიდიული და სხვა საკონსულტაციო სერვისების დაფინანსება", - ამბობს ჯანელიძე.

რაც შეეხება კომპანიებს, რომლებსაც საქართველოდან ოპერირების გაგრძელება სურთ, ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თქმით მოლოდინია, რომ ძირითადად IT მიმართულებით იქნებიან წარმოდგენილი.

„ერთი პროექტი უკვე დამტკიცებული გვაქვს და ის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებას უკავშირდება. რამდენიმე პროექტი განხილვის პროცესშია. მიმდინარე "ფაიფლაინში" გვყავს კომპანიები სხვა სექტორებიდანაც, - არა მხოლოდ IT", - ამბობს იგი. 

ინფორმაციისთვის, "გაზელ ფაინენს ჯორჯიას" საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს. მის ინვესტორებს მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები წარმოადგენენ, მათ შორის DFC და FMO. ბოლო ოთხ წელიწადში ფონდმა 40-მდე კომპანია დააფინანსა.