მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უმჯობესია, NATO საქართველოს ადრევე დაეხმაროს, ვიდრე გვიან" - იენს სტოლტენბერგი

624da9743db1b
გიორგი თოლორდავა
06.04.22 19:07
3064
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მინისტერიალზე განხილული იქნება საქართველოს მხარდაჭერის საკითხი, ალიანსი კი ღია რჩება და NATO-ს გაფართოების საკითხი წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია და არც რუსეთის ფედერაციის.

„ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც ჩვენ რუსეთის უკრაინაში შეჭრით შემდეგ ვისწავლეთ, არის ის, რომ ყველამ, ვისაც სჯერა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, უნდა უზრუნველყოს მხარდაჭერა ისეთი ახლო და ღირებული პარტნიორების, როგორიც საქართველოა. უმჯობესია, მათ ადრევე დავეხმაროთ, ვიდრე გვიან.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მინისტერიალზე იქნება განხილული, არის ის, თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ იმ პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის წნეხის ქვეშ არიან და, რა თქმა უნდა, საქართველოც ერთ-ერთი მათგანია.

რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს და ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შევძლებთ მეტი დახმარების გაწევას საქართველოსთვის ყველა მიმართულებით, რომელიც გაზრდის საქართველოს რუსეთის მხრიდან მომავალი წნეხის მიმართ გამძლეობის შესაძლებლობებს.

NATO-ს კარი ღია რჩება. გასული შვიდი ათწლეულის განმავლობაში მისი გაფართოება წარმატებით ხორციელდება და მასში გაწევრიანების საკითხი მხოლოდ ალიანსის წევრი სახელმწიფოების და აპლიკანტი ქვეყნის გადასაწყვეტია. რუსეთს და არცერთ სხვა სახელმწიფოს არ აქვს ამ საკითხზე ვეტოს დადების უფლება“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.